top of page

რა უნდა მოხდეს, რომ ეთერიუმმა და რიპლმა ბიტკოინს გადაასწრონ?


რამდენიმე თვიანი მძიმე პერიოდის შემდეგ, კრიპტობაზარი გამოსწორების გზას დაადგა. ბიტკოინის ფასი სტატიის წერის მომენტში $9,300-ია, რაც ბოლო 7 დღეში 9,2%-იანი ზრდის შედეგია. ეთერიუმის ფასი კი $684-ს შეადგენს - 15%-იანი ზრდა ბოლო 7 დღეში; რიპლი - $0,84.


თუ ტოპ 100 კრიპტოვალუტას თვალს გადავავლებთ, ბოლო 7 დღეში მათგან 90-ის ფასი გაიზარდა, 10-ის კი შემცირდა. ჯამური კაპიტალიზაცია $425 მილიარდს შეადგენს.


მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა სხვა წამყვანმა ვალუტამ პროცენტულად ბიტკოინზე მეტად მოიმატა, ის მაინც რჩება კრიპტობაზრის ლიდერად. მეორე ადგილზეა ეთერიუმი, მესამეზე კი რიპლი.


მათი ბაზრის კაპიტალიზაცია ასე გამოიყურება:


ბიტკოინი - $158 მილიარდი

ეთერიუმი - $67,5 მილიარდი

რიპლი - $33,9 მილიარდი


რა უნდა მოხდეს, რომ ეთერიუმმა და რიპლმა ბიტკოინს გადაასწრონ?


მათმა ფასმა უნდა განაგრძნოს ზრდა ბიტკოინისაზე უფრო სწრაფი ტემპებით საკმაოდ დიდი დროის მანძილზე. კრიპტობაზარი არ არის სტაბილური და ლიდერი კრიპტოვალუტაც შეიძლება შეიცვალოს. ბიტკოინი დღეს წარმოადგენს ოქროს სტანდარტს, რადგან სწორედ მის შესახებ აქვს ინფორმაცია ყველაზე მეტ ადამიანს.


შედეგად, ბიტკოინი არის ბრენდული სახელი და სწორედ მის ფასში ცვლილებები დიდწილად მართავს სხვა ვალუტების ღირებულებასა და მთლიანად ბაზრის კაპიტალიზაციის მდგომარეობას.

ბევრი წამყვანი ინვესტორისა და კრიპტოვალუტების ექსპერტის აზრით, ეთერიუმი და რიპლი ბიტკოინის გადასწრებას ვერ შეძლებენ. რატომ? იმიტომ, რომ ბიტკოინი არის ძლიერი ბრენდი. ყველა ცნობილი მედიასაშუალება წერს ბიტკოინზე. უფრო ნაკლებად რიპლზე და ეთერიუმზე. ბიტკოინის ბენდის სახელზე დგას ბაზრის ძალიან დიდი ნაწილი.


ბიტკოინი იყო პირველი კრიპტობაზარზე და შეძლებს პირველობის სახელი სხვა კრიტერიუმებშიც შეინარჩუნოს. ერთადერთი გზა, რასაც ექსპერტები სხვა ვალუტებისთვის ხედავენ: თუ რომელიმე ალტკოინი შეძლებს იყოს პირველი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება გადახდების დღევანდელ სისტემაში, მას გაუჩნდება შანსი, გადაასწროს ბიტკოინსაც.


როგორ? ეს შესაძლებელია მსოფლიო ბაზარზე კრიპტოვალუტების პოპულარობის გაზრდით და გადახდის მასობრივ საშუალებად გადაქცევით, რათა კრიპტოვალუტებთან ჰქონდეთ შეხება იმ მომხმარებლებსაც, რომლებიც დღეს მისით არ ინტერესდებიან.


წყარო: forbes.com


bottom of page