top of page

ავსტრალია კრიპტოვალუტების დარეგულირებაზე საუბრობს


ავსტრალიის ფინანსური რეგულატორი და დამკვირვებელი იცვლის თავის პოზიციას ICO-ებისა და კრიპტოვალუტების შესახებ. ისინი თვლიან, რომ იყვნენ “ღიად მოაზროვნეები” ახალი ფინანსური ტექნოლოგიების მიმართ, არ გამოიწვევს “მომხმარებლის საბაზისო დაცვის” ხელყოფას.


რაც შეეხება სიდნეის FinTech - ფინანსური ტექნოლოგიების - ივენთს, რომელშიც მონაწილეობას იღებს რამდენიმე ბლოკჩეინ და კრიპტო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული კომპანია და რომელიც გაიმართება ხუთშაბათს, ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტირების კომისარი (ASIC), ჯონ პრაისი, სპეციალურად შეეხო იმას, თუ როგორ აპირებს რეგულატორი ICO-ებსა და კრიპტოვალუტების რეგულირებაში ჩართვას.


მის გამოსვლაში, მარეგულირებელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ხელისუფლებას “გადაწყვეტილი აქვს, მხარი დაუჭიროს ავსტრალიაში FinTech-ისა და რეგულატორული ტექნოლოგიის განვითარებას სწორი რეგულირებით”. იგივე პოზიცია არსებობს კრიპტოვალუტებსა და ICO-ებზეც. ასევე, მან დაამატა, რომ “ავსტრალიის უსაფრთხოებისა და ინვესტირების კომისია (ASIC) ასიკი უნდა იყოს ფოკუსირებული როგორც ავსტრალიელი მომხმარებლების დაცვაზე, ასევე ინოვაციების მხარდაჭერაზე ფინანსური სერვისების ინდუსტრიებში.”


სექტემბერში, 2017 წელს, ასიკმა ინფორმაციული წერილი შექმნა იმ ბიზნესების გასაცნობად, რომლებიც ფინანსების მოძიებას ICO-ების დახმარებით ცდილობენ.


იმის მიხედვით თუ როგორი მონეტაა გამოშვებული, ICO-ები შესაძლოა ინვესტირების სქემად, აქციების შეთავაზებად, სხვა ვალუტის კრიპტო ვერსიად ან უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდად ჩაითვალოს ზემოთ აღნიშნული წერილის მიხედვით.


როგორ არის მოწყობილი და როგორ იმართება ICO, განსაზღვრავს მის ლეგალურობას. წერილში გაფრთხილებაა ICO-ების შემქმნელების მიმართ, არ შეიყვანონ შეცდომაში პოტენციური ინვესტორები. თაღლითური ქმედებების დაბლოკვა “იქნება ჩვენი მთავარი მიზანი,” განაცხადა ასიკის კომისარმა.


“მე მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ შევიტანთ სიახლეებს ზემოთ აღნიშნულ წერილში, ამ კვირების განმავლობაში,” თქვა პრაისმა თავის გამოსვლაში და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დოკუმენტში “შევა მეტი კრიპტოვალუტა” შემდგომი განახლებების განმავლობაში.


მან დაამატა:


გვინდა აღვნიშნოთ, რომ ავსტრალიის კორპორაციისა და მომხმარებლის კანონი შესაძლოა გავრცელდეს მაშინაც, თუ ICO არის შექმნილი და გავრცელებული საზღვრებს გარეთ. ეს მნიშვნელოვანი

გზავნილია იმის გათვალისწინებით, რომ სექტორს აქვს საერთაშორისო ბუნება.


“არსებობს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ავსტრალიის კანონი არ ვრცელდება ან შესაძლოა არიდებული იქნას საზღვრებს გარეთ. თუ თქვენ ქმნით ბიზნესს აქ ან ცდილობთ რამე მიჰყიდოთ ავსტრალიელებს - აქციების და მონეტების მიყიდვის ჩათვლით - ჩვენი კანონი თქვენზე იმოქმედებს.” - განაცხადა მან.


და ბოლოს, მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ ასიკი ინოვაციების მიმართ უფრო შორს მხედველ მიდგომას გამოიყენებს.


წყარო: ccn.com

bottom of page