top of page

"ეთერის ღირებულება 2,500 აშშ დოლარამდე გაიზრდება"


წელს ეთერის ღირებულება შეიძლება 2,500 აშშ დოლარამდე გაიზარდოს, როგორც ამას ფინანსური საკონსულტაციო ფირმა წინასწარმეტყველებს.


„სავარაუდოა, რომ ეთერიუმის ფასი წელს საგრძნობლად გაიზარდოს და 2,500 დოლარსაც მიაღწიოს, შემდეგ კი - 2019 და 2020 წლებში - უფრო მეტსაც.“ - ამბობს ნიგელ გრინი, deVere Group-ის CEO და დამფუძნებელი.


სამი მთავარი ფაქტორი


გრინმა მოსალოდნელი ზრდის სამი მთავარი მიზეზი დაასახელა. პირველი მიზეზია ის, რომ უფრო და უფრო მეტი პლატფორმა იყენებს ეთერიუმს ვაჭრობისთვის. მეორე მიზეზია ის, რომ ეთერიუმის კონტრაქტები საგრზნობლად ფარდოვდება. მესამე - ეთერიუმის დეცენტრალიზებული ქლაუდ გამოთვლის მეთოდი მას ნამდვილად გამოარჩევს სხვებისგან.


სიღრმისეულად ჩაძიების შედეგად, ნიგელ გრინმა გადაწყვიტა, რომ კრიპტოვალუტების სექტორის დარეგულირება გარდაუვალია, რაც ინვესტორების მეტ უსაფრთხოებასა და ბაზარში გრძელვადიან თავდაჯერებას გულისხმობს. ეთერიუმი ახალი მონეტების გამომშვებებისთვის მთავარი პირველი არჩევანი გახდა თავისი ეფექტურობისა და მოქნილობის გამო. ეთერიუმის ტრანზაქციის გადამუშავების სასუალო დრო დაახლოებით 14 წამია, რაც ბიტკოინთან შედარებით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, ვინაიდან ამ უკანასკნელს საშუალოდ 10 წუთი სჭირდება.


ეთერიუმმა რამდენიმე დღის წინ ფასის 9%-ით შემცირება ნახა მაშინ, როდესაც 10 უმსხვილესი ვალუტიდან 9-ის ღირებულება დაეცა. ამ დროს საერთო ბაზრის კაპიტალიზაცია 434 მილიარდიდან 400 მილიარდ დოლარზე ჩამოვიდა და, მცირე შესწორების მიუხედავად, ისევ გააგრძელა ვარდნა.


უცნობია, რამ გამოიწვია ფასის შემცირება, მაგრამ გრინი მაინც პოზიტიურადაა განწყობილი არა მხოლოდ ეთერიუმის, არამედ ზოგადად მთლიანი კრიპტობაზრის მიმართაც.


„ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტები ბოლო დროს დიდი მიღწევების შესახებ საუბრობენ. ამჟამინდელი ბაზრის აქტივობა იმაზე მიუთითებს, რომ მთავარი ვალუტები მზად არიან საგრძნობი ზრდისთვის ახლო მომავალში“ - განაცხადა მან.


„რა ასაზრდოებს კრიპტოების ფასების ასეთ გამოცოცხლებას? არსებობს რამდენიმე მთავარი მასტიმულირებელი. ესენი მოიცავს მსხვილი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ კრიპტოვალუტებში მზარდ ინტეგრაციას და მათ ადაპტირებას. კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ არსებობს ციფრული, გლობალური ვალუტის არსებობის მზარდი საჭიროება და მოთხოვნა გაციფრულებულ, გლობარიზილებულ სამყაროში.“ - დაამატა გრინმა.


წყარო: ccn.com

bottom of page