top of page

რიპლის ახალი პარტნიორები


რიპლმა ხუთ ახალ ევროპელ და აზიელ კლიენტებთან პარტნიორობის შესახებ გამოაცხადა. RippleNet-ზე xVia-ს გამოყენებით ტრანზაქციებს FairFX (UK), RationalFX (UK), Exchange4Free (UK), UniPAY (Georgia) და MoneyMatch (Malaysia) განახორციელებენ.


xVia კორპორაციებისთვის, გადახდის პროვაიდერებისა და ბანკებისთვის ტექნოლოგიური გამოსავალია. როგორც რიპლის ოფიციალურ ვებ გვერდზეა ახსნილი, „xVia-ს მარტივი API არ ითხოვს მოწყობილობის ინსტალაციას და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მყისიერად გააგზავნოს თანხა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გამჭირვალედ.“


„xVia საშუალებას მოგვცემს, მივწვდეთ უფრო მეტ ხალხს უფრო ეფექტურად და ნაკლები გადასახადებით. მისი მეშვეობით, შევძლებთ მომხმარებლებს ყველაზე გამჭირვალე, ეფექტური და მართლაც გლობალური ფულადი გზავნილების გამოცდილება შევთავაზოთ.“ - განაცხადა FairFX-ის მთავარმა კომერციულმა ოფიცერმა, ჯეიმს ჰიკმანმა.


რიპლის უახლესი პარტნიორები მუდმივად მზარდ პარტნიორობებს უერთდება, რომელთა აზრითაც xRapid გადახდის ყველაზე ოპტიმალური სისტემაა.


წყარო: bitcoinist.com

bottom of page