რიპლმა 20%-იანი ფასის ზრდა განიცადა
შენიშვნა: ბლოგი აღებულია ccn.com-დან და არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას.
ბაზრის მოცულობით მესამე ყველაზე დიდმა კრიპტოვალუტამ, რიპლმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 23.11%-იანი ზრდა განიცადა. ამ პერიოდში მისი ღირებულება 0.3259 $-დან 0.4 $-მდე გაიზარდა, როგორც ამას Cryptocompare.com-დან აღებულ სურათზეც ვხედავთ. ზრდის ასეთი მაჩვენებლით რიპლმა გადაასწრო ყველა ტოპ ასში შემავალ ყველა სხვა კრიპტოვალუტას მიუხედავად იმისა, რომ დღეს თიმის ყველა მათგანი ზრდას განიცდის.
წერის მომენტში კრიპტოვალუტა რიპლის ფასი ოდნავ დავარდნილია და ის 0.37 $-ს შეადგენს. როგორც ვარაუდობენ, მისი ასეთი წარმატება განაპირობა გუშინ, 13 მაისს, Coinbase-ის განცხადებით, ნიუ იორკის რეზიდენტებს მათ პლატფორმაზე ან მობილური აპლიკაციით შეეძლებათ იყიდონ, გაყიდონ, გადააკონვერტირონ ან გააგზავნონ XRP.
რას შვებიან სხვა კრიპტოები
რიპლის მსგავსად თითქმის ყველა სხვა ცნობილი კრიპტოვალუტა ბოლო პერიოდში ფასის ზრდას განიცდის. მაგალითად, კრიპტოვალუტა ბიტკოინმა 2019 წლის ახალ მწვერვალს, 8,836 დოლარს მიაღწია.
ამას ემატება ისიც, რომ კრიპტო ბაზარზე ვაჭრობის მოცულობაც საგრძნობ მატებას განიცდის. იმ პლატფორმებზე, სადაც კრიპტოვალუტა რიპლი ივაჭრება, ჯამში 3.69 მილიარდი დოლარის აქტივობა დააფიქსირეს.
წყარო: ccn.com; cryptoglobe.com