top of page

სატოში ნაკამოტო საინტერესო პოსტით გამოჩნდა


გუშინ, პირველ აპრილს, ბიტკოინის ფორუმზე Bitcointalk.org ძალიან საინტერესო პოსტი გამოჩნდა. თვით სატოში ნაკამოტომ თავისი დიდხანს მივიწყებული ანგარიში იმისათვის განაახლა, რომ ყველასათვის გამოეცხადებინა:


„მე ქრეიგ ვრაითი არ ვარ. 2140 წელს შევხვდებით!“



როგორც უკვე ვიცით, ქრეიგი დიდი ხანია ამბობს, რომ სწორედ ის არის სატოში ნაკამოტო. რაც შეეხება 2140 წელს გამოჩენას, ეს ის თარიღია, როდესაც უკანასკნელი ბიტკოინის მოპოვება მოხდება.


კრიპტოვალუტების ფანებისათვის ეს ნამდვილად სასიხარულო ამბავია თუნდაც მარტო იმიტომ, რომ სატოში ჯერ კიდევ ცოცხალია.


დიდი შანსია, ეს ყველაფერი პირველი აპრილის ხუმრობა ყოფილიყო და ვიღაცას მოეხერხებინა სატოშის ანგარიშის გატეხვა. იმისათვის, რომ კრიპტო საზოგადაოება დარწმუნებულიყო პოსტის ავტორის ვინაობაში, ისინი ეშტონის უნივერსიტეტის ლექტორს, ჯეიკ გრივს დაუკავშირდნენ. ჯეიკს ნაკამოტოს ხელწერაზე საკმაოდ დიდხანს აქვს ნამუშევარი და დეტალურად გაანალიზებული. მან პოსტი გამოიკვლია და განაცხადა, რომ გამოყენებული პუნქტუაცია და სიტყვათწყობა ზუსტად შეესაბამება სატოშისას. ეს ნიშნავს, რომ პოსტის ავტორი მართლაც სატოშია, ან ისეთი ადამიანი, ვინც ასობით საათი დახარჯა ტექსტის შემუშავებაში.


თუ სატოში ჩვენთან შეხვედრას 2140 წელს აპირებს, შეიძლება ის უკვდავი უცხოპლანეტელი იყოს?



არსებობს ანტიკური უცხოპლანეტელების თეორია, რომლის თანახმადაც ანტიკურ ხანაში ადამიანებს უცხოპლანეტელები ეხმარებოდნენ და ჩვენც სწორედ მათი შექმნილები ვართ. ამ თეორიის ექსპერტის, ჯორჯ ცოკალოოსისა და ანტიკური უცხოპლანეტელების პროდიუსერის ერიხ ფონ დანიკენის განცხადებით, სავსებით შესაძლებელია, რომ ბიტკოინი „ანუნაკი ავსტრონავტების მიერ იყოს შექმნილი, რომელთაც გადაწყვიტეს ადამიანებს ოქროს სხვა რამით ჩანაცვლებაში დახმარებოდნენ.“

ბატონი ცოკალოოსი იმასაც კი ამბობს, რომ ქრეიგი „მეტად სავარაუდოდ რეპტილიური წარმოშობის შეიფშიფტერია (არსება, რომელსაც გარეგნობის შეცვლა შეუძლია), რომელიც გალაქტიკიდანაა მოგზავნილი საბოტაჟის მიზნით. ასევე სავარაუდოა, რომ გიზას პირამიდაზე სწორედ ის და სატოში ნაკამოტო არიან გამოსახულები.“


შენიშვნა: ბლოგი გამოქვეყნდა როგორც საპირველაპრილო ხუმრობა ვლად კოსტეას მიერ ვებ-გვერდ www.cryptoinsider.com-ზე.

bottom of page