top of page

ვიეტნამმა პირველად მიანიჭა ავტორიზაცია კრიპტო ბირჟას


ვიეტნამი პირველი ლიცენზირებული კრიპტო ბირჟის მიღებას აპირებს. ეს ქვეყნის ყველაზე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის, “Link Thanh Group”-სა და შვეიცარიულ ბლოკჩეინ კომპანია “KRONN Ventures AG”-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის დამსახურებით მოხდება.


“KRONN“-მა სამხრეთ-აღმოსავლურ ბაზართან დაკავშირებით თავისი გეგმების შესახებ განაცხადა:


„2018 წლის ოქტომბერში KRONN Ventures AG-მა აზიის ხუთი განვითარებადი ქვეყნის ფინანსურ კომიტეტთან კონსორტიუმი ჩამოაყალიბა. ეს ქვეყნებია ვიეტნამი, ფილიპინები, კამბოდია, ბანგლადეში და შრი ლანკა, რომელთან ერთადაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნება აზიის გარემოზე მორგებული საერთაშორისო მაკავშირებელი სისტემა. ვინაიდან ვიეტნამი და მისი Linh Thanh Group-ი პირველები გაწევრიანდნენ ამ შეთანხმებაში, სხვა ქვეყნები ნერვიულობენ, რომ პროექტის ინიცირების შესაძლებლობა არ მიეცემათ.“


KRONN-ის ამ განცხადების მიხედვით ის ელოდება, რომ დეველოპმენტი სხვა ქვეყნებშიც დაიწყოს, რასაც იგივე ემოციები მოჰყვება, რაც ვიეტნამშია გავრცელებული. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ოპრეირების ლიცენზია აქვს, ვიეტნამელი კანონმდებლები ჯერ კიდევ განიხილავენ კრიპტო სამყაროს მიმართ დამოკიდებულებას გრძელვადიან პერიოდში.


შარშან ვიეტნამი ყველაზე მსხვილი კრიპტო-ქურდობის მსხვერპლი გახდა, როდესაც ყალბი ICO-თი ერთ-ერთმა კომპანიამ ინვესტორებს 658 მილიონი დოლარი გამოსტყუა. ამან, რა თქმა უნდა, მკაცრი რეგულაციების შემოღება გამოიწვია. კრიპტო ბირჟის მიღება (როცა ამას ოფიციალურად გამოაცხადებენ) ნიშნავს, რომ მათ იციან, რა რისკებთანაც აქვთ საქმე და მზად არიან ამ ნაბიჯის გადასადგმელად წინსვლისათვის.

წყარო: investinblockchain.com

bottom of page