ბიტკოინის რიპლისა და ეთერიუმის გაგზავნა მალე WhatsApp-ის საშუალებით შეგეძლებათ

Wuabit-ის, “ჩატიდან ხელისაწვდომ კრიპტო-საფულის” - როგორც ის თავის თავს მოიხსენიებს - მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის მეშვეობით WhatsApp-ის მომხმარებლებს მალე ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების გადაგზავნა შეეძლებათ.
Wuabit-ის ახალი სერვისი მომხმარებლებს კრიპტო აქტივებზე წვდომას WhatsApp-ის პლატფორმაზე აძლევს. საფულის ფუნქცია მოიცავს მიღებას, გაყიდვას და სხვა მსგავს აქტივობებს.
Wuabit-ის გუნდი თავისი სერვისის სხვა პლატფორმებისთვის, როგორიცაა ფეისბუკის მესენჯერი, ტელეგრამი და ვაიბერი, მიწოდებასაც გეგმავს. ბრიტანული სიახლეების საიტის, The Express-ის, თანახმად ამ სერვისის ბეტა ვერსია შემდეგ თვეში იქნება ხელმისაწვდომი.
კომპანია ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ამ ინიციატივის დიდი ნაწილი იქნება და რომ მომხმარებლებს მარტივი ბრძანებებით თავად შეეძლებათ პროცესის მართვა.
წყარო: www.investinblockchain.com