top of page

იყიდე ბიტკოინი მაშინ, როდესაც ის არავის უნდა


შენიშვნა: სტატია ნათარგმნია https://www.cryptoglobe.com-დან და არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას. გირჩევთ ინვესტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოთ მხოლოდ საკუთარი დაკვირვებების შედეგად.


კრიპტოვალუტის ჩინელი მილიარდელი გვირჩევს, ბიტკოინი შევიძინოთ მაშინ, როდესაც იგი არავის ადარდებს.


ცნობილი ჩინეთის OTC მოვაჭრე და კროპტოვალუტის მილიარდერი ჟან დონგი მიიჩნევს, რომ ამჟამად საუკეთესო დროა ბიტკოინის შესაძენად, რადგან იგი არავის აინტერესებს.


ბიტკოინთან დაკავშირებით დონგის წამახალისებელი განცხადებები ჩინეთში პოპულარულ და ფართოდ გამოყენებად სოციალურ მედიაში, „WeChat group“-ში, გავრცელდა. ჩინელი მილიარდერის თქმით (2019 წლის 11 თებერვალს):


ადამიანები, რომლებიც (ამჟამად) ყურადღებას აქცევენ ბიტკოინს, აშკარად ბევრად ნაკლებია ვიდრე დაინტერესებულ ინვესტორთა რიცხვი მზარდი ბაზრის დროს და ბუნებრივია, ფასებიც დაბალია.


მან დასძინა, რომ უპრიანი იქნება შეიძინო და “შეინახო რაც შეიძლება ბევრი ბიტკოინი, სანამ იგი არავის ადარდებს“. კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იგი სხვადასხვა ტენდენციებსა და კრიპტო ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებზე, დონგმა აღნიშნა:


"2018-ში ყველა უნდა შეეცადოს კარგად გაატაროს ზამთარი, 2020-ში მოვა ბიტკოინის გაზაფხული... ზაფხულიც.. (ციფრული აქტივების აღმავალი ბაზარი ) 2021 წლამდე არ არის მოსალოდნელი.

ტიმ დრეიპერი პროგნოზირებს, რომ ბიტკოინის ფასი $250 000, ხოლო კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია $80 ტრილიონს მიაღწევს."


2018 წლის ნოემბერში, დონგმა ივარაუდა, რომ 2021 წლისთვის ბიტკოინის ფასი $50 000-მდე გაიზრდება (მიკრობლოგი, სოციალური ქსელების პლატფორმა - Weibo). გასული წლის ნოემბერში კი, ტიმ დრეიპერმა, კიდევ ერთმა მილიარდერმა კრიპტოინვესტორმა, ბიტკოინთან დაკავშირებით მისი მოსაზრებები გაიზიარა და ივარაუდა, რომ 2022 წლისთვის ბიტკოინის ფასი $250 000-მდე აფრინდება.

დრეიპერმა ეს კომენტარი „ფორტუნას“ მწერალის, ჯენ ვაიზნერის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე გააკეთა. ამავე დროს, დრეიპერს სთხოვეს დაედასტურებინა, თუ რამდენად სერიოზულად აკეთებს იგი პროგნოზებს ბიტკოინის ფასებთან დაკავშირებით. ჰარვარდისა და სტენფორდის კურსდამთავრებულმა დარწმუნებით განაცხადა:


"დამიჯერეთ, ასეც მოხდება - ისინი ფიქრობენ რომ ეს სიგიჟეა, მაგრამ დამიჯერეთ პროცესი უკვე მიმდინარებს და შედეგი გასაოცარი იქნება!!"


წინა ინტერვიუებში დრეიპერი ამბობდა, რომ ყველა კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია $80 ტრილიონს მიაღწევს. სხვა ანალიტიკოსების მსგავსად, რომლებიც პარალელებს ავლებენ ინტერნეტის მიმართ ზრდასა და ციფრული კაპიტალის ზრდასა და დანერგვას შორის, დრეიპერი დარწმუნებულია, რომ შემდგომი 10-15 წლის განმავლობაში კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება ტრილიონებზე ავა.


ინსტიტუტები კრიპტოვალუტას არ ენდობიან.


საგულისხმოა, რომ ინდივიდუალური ინვესტორები უფრო ენდობიან კრიპტოვალუტას ვიდრე ინსტიტუტები, როდესაც ბიტკოინსა ან სხვა ვალუტაში დაბანდებას გეგმავენ. Wall street-ზე მდებარე გიგანტურმა საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-მა, რომლის კაპიტალი $900 მილიარდს შეადგენს, გასულ წელს მომხმარებლები გააფრთხილა, რომ კრიპტო-აქტივები „ვერ შეინარჩუნებენ“ თავიანთ ღირებულებას. ნიუ-იორკში ბაზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტა ფულივით ეფექტურად ვერ იფუნქციონირებს.


ცოტა ხნის წინ აშშ-ში უმსხვილესმა, ხოლო მსოფლიოში მეექვსე ადგილზე მყოფმა ბანკმა JPMorgan Chase-მა, ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მსხვილი მოვაჭრეები კრიპტოვალუტაში გადასახადებს ვეღარ მიიღებენ. JPMorgan-ის ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ ბიტკოინის ფასი არასტაბილურია და შესაძლოა მისი ღირებულება $ 1,260-მდე დაეცეს.


JPMorgan-ი ამტკიცებდა, რომ ეკონომიკური გაურკვევლობის დროსაც კი, კრიპტოვალუტაზე ბევრად უკეთესი საინვესტიციო ვარიანტები არსებობდა. JPMorgan-ის ანალიტიკოსები წერენ:


"ისეთ ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი, როგორებიცაა რეცესია ან ფინანსური კრიზისი, ტრანზაქციებისა და ინვესტიციების განსახორციელებლად უფრო ლიკვიდური და ნაკლებად რთული ინსტრუმენტები არსებობს."


bottom of page