top of page

Nasdaq-ი ბლოკჩეინ სივრცეში ინვესტირებას გეგმავს


Nasdaq-მა ბლოკჩეინის ტექნოლოგიების განვითარებისა და კრიპტოს დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ცოტახნის წინ დიდი რესურსი დააბანდა სტარტაპში, რომელიც Enterprise blockchain-თვის განვითარების გზებს ამუშავებს.


პრეს რელიზის თანახმად, Symbiont-მა სერია B -ს $20 მილიონიანი დაფინანსების რაუნდი წარმატებით დახურა. Nasdaq Ventures-ი ხელმძღვანელობდა რაუნდს, რომელშიც ჩაერთნენ ისეთი ინვესტორები, როგორებიც არიან: Mike Novogratz’s Galaxy Digital-ი, Citi და Raptor Group-ი.


თანხები ბლოკჩეინების პლატფორმის Assembly-ის განვითარებას მოხმარდება, რომელიც გონიერი კონტრაქტებისა და მონეტების უზრუნველყოფით დაკავებული კომპანიების მხარდაჭერით შეიქმნება.


Symbiont-ის გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, მარკ სმიტმა, კმაყოფილება გამოხატა მას შემდეგ, რაც წარმატებით მოიპოვა ასეთი მნიშვნელოვანი სპონსორების მხარდაჭერა:


"ამ რაუნდის დაფინანსების დასრულება გვაძლევს შესაძლებლობას დავაჩქაროთ ინვესტირების პროცესი ჩვენს პლატფორმასა და გუნდში ... ფინანსური ბაზრებისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოცდილების გამოყენებით, ჩვენი წამყვანი პარტნიორები, როგორებიც არიან: Vanguard-ი, Lewis Ranieri და Nasdaq-ი, სარგებელს მიიღებენ Assembly-ზე გავრცელებული ახალი აპლიკაციების განვითარებით, ჩვენი ბლოკჩეინისა და გონიერი კონტრაქტის პლატფორმის წარმოებით. Assembly შესაძლებლობას აძლევს ახალ მონაწილეებს შეაღწიონ ციფრული კაპიტალის ბაზარზე, ხოლო იქ მყოფ მონაწილეებს საუკეთესო ინფრასტრუქტურას სთავაზობს მომავლის ფინანსური ბაზრების შესაქმნელად."


Nasdaq-ი ოპტიმისტურად არის განწყობილი და დარწმუნებულია Symbiont-ის წარმატებაში. Nasdaq Ventures-ის ხელმძღვანელის, გერი ოფნერის მოსაზრებით, Assembly-ის მსგავსი პროდუქტები გლობალურ დონეზე შეუწყობს ხელს ბევრი კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებას:


"ჩვენ მიზანია აღმოვაჩინოთ და დავაბანდოთ ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში, რათა შევძლოთ ჩვენი მომავლის საბაზრო ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 100-ზე მეტ სავაჭრო ადგილას გამოიყენება ...


ჩვენი ინვესტიციები ასევე მოიცავს Symbiont-ის ბლოკჩეინების საწარმოებისა და გონიერი კონტრაქტების პლატფორმის ინტეგრაციას Nasdaq Financial Framework-ში. მოხარულები ვართ ხელი შეუწყოთ ასეთ მნიშვნელოვან, მზარდ სფეროს, რათა შევქმნათ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების უნიკალური ინსტიტუციური აპლიკაციები."


2018 წელს კროპტოვალუტის ბაზარზე არსებული კრიზისა და უმეტესობის პესიმისტური განწყობის მიუხედავად, Nasdaq-ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი, ადენა ფრიდმენი, ოპტიმისტურადაა განწყობილი მომავალში კრიპტოვალუტის გავლენასთან დაკავშირებით. მან ასევე გადაწყვიტა Bitcoin Futures-ის დაწყება და შესაძლოა ბირჟაც გახსნას, ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში. მან ცოტა ხნის წინ LinkedIn -ის მეშვეობით, თავის მიმდევრებს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა:


"რთულია იმის იგნორირება, ბოლო წლების მანძილზე რაოდენ უზარმაზარი თანხები დააბანდეს ციფრულ ვალუტაში ინვესტორებმა, მათ შორის გამოცდილმა, გლობალური დონის ინვესტორებმა. თავად გამოგონება წარმოადგენს გენიალურობისა და კრიატიულობის დემონსტრაციას და ის იმსახურებს შესაძლებლობას, რომ დაიმკვიდროს მყარი პოზიცია ჩვენი მომავლის ეკონომიკაში.


"Nasdaq-ში ვცდილობთ დამწყებ ბირჟებს ჩვენი სავაჭრო ტექნოლოგიები შევთავაზოთ, რომლის მიზანია დაეხმაროს მათ ინვესტორთა ნდობის მოპოვებაში. დავაფინანსეთ კომპანია ErisX-იც, ინსტიტუციონალური სავაჭრო ბირჟა, რომელიც განკუთვნილია კრპტოვალუტებისა და ფიუჩერსებით ვაჭრობისათვის. აღნიშნული წელი იქნება კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ციფრული ვალუტა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომავალში. ხოლო გავლენის დონე დამოკიდებულია რეგულაციებსა და იმაზე თუ როგორ მიიღებს მას ფართო ინსტიტუციონალური დაწესებულებები".


bottom of page