top of page

რა არის ატომური გაცვლა?


ატომურ გაცვლებს კრიპტო სამყაროში ფულის გადაგზავნის მექანიზმის სრულიად შეცვლის პოტენციალი აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ატომური გაცვლები ხალხს შესაძლებლობას მისცემს ფული პირდაპირ საფულიდან საფულეში გადაიტანონ. სანამ უფრო დეტალურად ვნახავთ, როგორ მუშაობს ეს ახალი სისტემა, ჯერ ცენტრალიზებული ბირჟების პრობლემები ვნახოთ.


ცენტრალიზებული ბირჟების პრობლემები


1) ადვილად გასატეხი


ცენტრალიზებული ბირჟები მუდმივად არიან გატეხვის რისკის ქვეშ. ალბათ ამის ყველაზე სამარცხვინო მაგალითია Coinchek-იდან 550 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა NEM-ის მოპარვის ფაქტი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ აღნიშნულმა უარყოფითად იმოქმედა იაპონიის დამოკიდებულებაზე და კრიპტოს მიმართ კეთილგანწყობა საგრძნობლად შეამცირა. მანამდე იაპონია კრიპტოს მიმართ სიმპათიებით გამოირჩეოდა.


2) არასწორი მენეჯმენტი


Mt.Gox-იდან 500 მლნ. ღირებულების ბიტკოინების მოპარვა პირდაპირ კავშირშია მისი აღმასრულებელი დირექტორის, მარკ კარპელესის, არასწორ მენეჯმენტთან. ანდრეას ანატოპოულოსის მიხედვით:


„არასწორი მართვის გამო Magic The Gathering Online Exchange (Mt. Gox) ბიტკოინებისთვის, მოვაჭრეებისა და ბიზნესმენებისთვის სისტემურ რისკს წარმოადგენს.“


3) მოთხოვნის მოცულობები


მოთხოვნის მოულოდნელი ზრდისას ბირჟები ვერ ახერხებენ დიდი მოცულობის მოთხოვნების. იცით, რატომ განახევრდა ბიტკოინ ქეშის (BCH) ღირებულება 12 ნოემბერს? აღმოჩნდა, რომ მოულოდნელად გაიზარდა მოთხოვნა, რასაც ბირჟებმა თავი ვერ გაართვეს. Bithumb-ი 90 წუთის განმავლობაში უმოქმედოთ იყო და საბოლოოდ 60 000 ბიტკოინი დაკარგა.


4) მთავრობის რეგულაცია


ცენტრალიზებული ბირჟები სხვადასხვა ქვეყანაში არიან რეგისტრირებულები და, შესაბამისად, ისინი კონკრეტული ქვეყნების რეგულაციებს ექვემდებარებიან.



ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, ცენტრალიზებული ბირჟები არ წარმოადგენენ საუკეთესო გზას ფართო გავრცელებისთვის.


რა არის ატომური გაცვლები (atomic swaps)?


ატომური გაცვლა ერთი სახის კრიპტოვალუტის პირდაპირ მეორეში გაცვლაა, შუამავლის გარეშე. ამ პროცესის დროს, მომხმარებელი მთლიანად აკონტროლებს და ფლობს თავის პირად გასაღებებს.


2017 წლის 20 სექტემბერს პირველი წარმატებული ატომური გაცვლა განხორციელდა.


ატომურ გაცვლებთან დაკავშირებით კიდევ სხვა საინტერესო ფაქტები:


  • ატომური გაცვლა შესაძლებელია სხვადასხვა კრიპტოვალუტის მქონე დამუკიდებელ ბლოკჩეინებს შორის; ან

  • ჯაჭვგარე (off-chain) არხების მეშვეობით, რომლებიც ძირითადი ბლოკჩეინის განშტოებებია.



როგორ მუშაობს ატომური გაცვლა?


ავიღოთ მარტივი მაგალითი: თუ ორი მხარე გეგმავს ატომურ გაცვლაში მონაწილეობას, მათ საერთო საიდუმლო აკავშირებთ. ორივე მხარე საკუთარ კრიპტოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაცვლის თუ მათი საიდუმლო დაემთხვევა. შესაბამისად, თუ მესამე პირი ამ პროცესში ჩართვას დააპირებს, ის ვერც ერთ მონეტას ვერ მიიღებს, რადგან მას ეს საიდუმლო არ ეცოდინება.



ქვემოთ მოცემული სურათი Coin Central-დან არის აღებული. ვნახოთ რა მოვლენებს აქვს აქ ადგილი.

  • ელისს აქვს ცოტა BTC, ხოლო ბობს ცოტა LTC. ელისს და ბობს მათი ერთმანეთში გაცვლა სურთ.

  • ორივე მათგანი გადახდის არხს ხსნის. ამ გაცვლის ინიციატორი (მაგალითად ელისი) ქმნის კონტრაქტის მისამართს.

  • მისი კონტრაქტის მისამართი სეიფს ჰგავს, რომელიც ორივეს კაპიტალს ინახავს.

  • ელისი შექმნილ მისამართზე ათავსებს თავის BTC-ის და აწარმოებს ღირებულებას.

  • ღირებულება გასაღებივით მოქმედებს, მისგან გენერირებული ჰაში კი სეიფის საკეტის ფუნქციას ასრულებს.

  • ამის შემდეგ, ელისი ჰაშს ბობს უგზავნის.

  • ბობი მისამართის კონტრაქტს აგენერირებს ჰაშის დახმარებით, რომელიც მას ელისმა მისცა.

  • ბობი თავის LTC-ს მისამართს კონტრაქტზე აგზავნის.

  • მხოლოდ ელისს შეუძლია ამ მისამართზე არსებული litecoin-ის მიღება, რადგან სწორედ მას აქვს ამ კონკრეტული ჰაშის შესაბამისი ღირებულება.

  • ელისს შეუძლია მიიღოს თავისი LTC, როდესაც ბობის კონტრაქტის მისამართის ტრანზაქციაზე ხელს მოაწერს, ბობს კი შეუძლია მიიღოს BTC ელისის მისამართის კონტრაქტზე ტრანზაქციის ხელმოწერით.

  • თუმცა, ამ დრომდე ბობმა არ იცის ეს ღირებულება. მაშინ როგორ აპირებს ის მისამართის გახსნას?

  • როდესაც ელისი ბობის კონტრაქტის მისამართს ხელს მოაწერს, ის გახნის მისამართს და მისი ღირებულება ბობისთვის ცნობილი გახდება.

  • ახლა ბობმა იცის ღირებულება, ხელს აწერს ელისის მისამართზე ტრანზაქციას და იღებს მის BTC-ის.


შევაჯამოთ პროცესი


ელისი ქმნის ღირებულებას და აგენერირებს ჰაშს, რომელიც შემდგომში კონტრაქტის მისამართის შესაქმენლად გამოიყენება და მას შეაქვს BTC დეპოზიტზე. ელისი ბობს ჰაშს უგზავნის. შემდეგ, ბობი აგენერირებს კონტრაქტის მისამართს გამოგზავნილი ჰაშის გამოყენებით და აგზავნის მის LTC-ის იქ. LTC-ის მისაღებად ელისს მისამართზე ბლოკის მოხსნა უწევს ღირებულების დახმარებით. ბლოკის მოხნისა და მონეტების მიღებისას გასაღების ღირებულებას იღებს ბობი, რის შემდეგაც იგი იყენებს მას თავისი მონეტების მისაღებად.


დასკვნა


ამჟამად, მასშტაბურობა და ფუნქციონალური თავსებადობა კრიპტოვალუტის უმსხვილესი პრობლემაა. ატომური გაცვლების მეშვეობით შესაძლოა ამ ორი პრობლემის დაძლევა. აღნიშნულ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი კრიპტოვაპუტის ევოლუცია ახალ საფეხურზე გადაიყვანოს. ვიმედოვნოთ, რომ უახლოეს მომავალში გამოჩნდება ახალი კვლევები და მათი შედეგები.


წყარო: Blockgeeks.com

bottom of page