top of page

Twitch Streamer-ს ანონიმურად 20 ბიტკოინი ჩაერიცხა


ანონიმურმა პირმა ერთ-ერთ პოპულარულ სტრიმერს, სიკ ნერდს, სურპრიზი გაუკეთა და 20 ბიტკოინი გადაურიცხა. ამ დროს მას twitch-ზე RuneScape-ზე სტრიმი თავისი 109,000 გამომწერისთვის მიჰყავდა.


Twitch Streamer-ი ბიტკოინის სახით დიდ საჩუქარს იღებს


თავდაპირველად სიკ ნერდმა 4 ბიტკოინი, ხოლო სტრიმის დროს უფრო მეტი და მეტი მიიღო. მთელი სეანსის მანძილზე მას ბიტკოინები ემატებოდა და ფიქრობდა კიდეც, რომ ვიღაც მის დაცინვას ცდილობდა. დღის ბოლოს მას ჯამში 20.49 ბიტკოინი ჰქონდა გამომუშავებული (რაც იმ მომენტისთვის დაახლოებით 730 000 აშშ დოლარს შეადგენდა).


სიკ ნერდი გაოცებული იყო, რადგან ეს ყველაზე დიდი ჯილდო იყო, რაც მას ოდესმე მიუღია. მან ტვიტერის მეშვეობით საიდუმლო ქველმოქმედს მადლობა გადაუხადა და შეპირდა, რომ ის ამ თანხას გონიერად მოიხმარდა.


თამაში, რომელსაც სიკ ნერდი თამაშობდა, სახელწოდებით - Runescape, საკმაოდ პოპულარულია. მას MMORPG-ის უამრავი ჯილდო აქვს მოპოვებული და გინესის რეკორდების წიგნშიცაა შესული 200 მილიონი მომხმარებლის ყოლის გამო. Runescape-ის მოვლენები ვითარდება Gielinor-ში, შუა საუკუნეების ზღაპრულ სამეფოში, სადაც მოთამაშეები იბრძვიან მონსტრებთან, ასრულებენ „ქუესთებს“ და აგროვებენ სხვადასხვა რესურსებსა და ატრიბუტებს.


გეიმერების კრიპტოთი დასაჩუქრება


ბოლო რამდენიმე წელია გეიმინგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასართობი ინდუსტრია გახდა. 27 წლის ტაილერ ბლევინმა ზედმეტსახელად - Ninja, 2018 წელს თამაშის Fortnite გასტრიმვით დაახლოებით 10 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.


სიკ ნერდის მიერ აღებული თანხა წვეთია ამ მსხვილ ინდუსტრიაში. მიუხედავად ამისა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან ეს Twitch-ის ყველაზე დიდ ქველმოქმედებას წარმოადგენდა კრიპტოვალუტის მეშვეობით. სტრიმერებს კრიპტოვალუტის მიღება StreamLabs-ის მეშვეობით შეუძლიათ, რომელიც იყენებს Coinbase-ს იმისთვის, რომ მაყურებელმა კრპიტოვალუტით ქველმოქმედება შეძლოს. იგი იღებს ბიტკოინს (BTC), ლაითკოინს (LTC), ეთერიუმს (ETH) და სხვას. StreamLabs-ი ასევე იღებს კრიპტოგრაფიულ გადახდებს სხვა ლაივ სტრიმებზე, მაგალითად YouTube-ზე.

გეიმერებს შორის კრიპტოვალუტის პოპულარობა დღითი-დღე იზრდება, მაგრამ ამას ისეთი შემთხვევებიც ახლავს თან, როგორიც იანვარში Fortnite-ის მიერ თავის ონლაინ მაღაზიებში მონეროს გადახდების დამატება იყო: მოგვიანებით კომპანიამ განაცხადა, რომ ეს შეცდომას წარმოადგენდა და იგი მოხმარებიდან ამოიღო. გასულ თვეს, თამაშის მოწყობილობების პოპულარულმა მწარმოებელმა კომპანიამ Razer ჩაუშვა პროგრამა სახელწოდებით SoftMiner-ი, რომელიც მომხმარებელს მაინინგის დახმარებით Razer Silver-ის გამომუშავების საშუალებას აძლევს.


წყარო: www.ccn.com

bottom of page