top of page

ამერიკის შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტის კანონპროექტი წარადგინეს


ფლორიდისა და ჩრდილოეთ კაროლინის კონგრესმენებმა ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრე კომისიას ციფრულ ფულის ბაზარზე კონტროლის გაძლიერება შესთავაზეს ინვესტორების დაცვის მიზნით.


აშშ-ის კონგრესმენებმა, ფლორიდის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა დარენ სოტომ და ჩრდილოეთ კაროლინის რესპუბლიკელმა ტედ ბადიმ, ხაზი გაუსვეს ციფრული ფულის ბაზრის კომპეტენტური რეგულირების მნიშვნელობას, კონკრეტულად: მათ ორი კანონპროექტი წარმოადგინეს, რომლებიც ითვალისწინებს ქვეყანაში კრიპტოვალუტის დარეგულირებას.


დოკუმენტი „მომხმარებლის დაცვაზე ვირტუალური ვალუტების სფეროში" მოიცავს საბაზრო მანიპულაციების შესწავლას და მათი თავიდან აცილების მეთოდებს, ხოლო კანონპროექტი „ვირტუალური ბაზრის კონკურენტუნარიანობის და ნორმატიული რეგულირების შესახებ" ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების კვლევას ბლოკჩეინის ინდუსტრიაზე კონტროლის მიზნით. რეალიზაციით უნდა დაკავდეს აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისია (CFTC).


კონგრესმენებმა მათ ახალი ტექნოლოგიების განვითარების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, რომლებიც, მათი აზრით, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გზით აშშ წამყვან პოზიციას დაიკავებს ამ პერსპექტიულ სფეროში.


წყარო: ccn.com

bottom of page