top of page

კანადის საიუველირო მაღაზიები მალე ბიტკოინს მიიღებენ


მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ბაზარი ასეთ სავალალო დღეშია, კომპანიები მაინც ცდილობენ ამ ფინანსურ რევოლუციაში მონაწილეობის მიღებას. ამაზე მეტყველებს ის მრავალი ფაქტი, რომ უამრავი კომპანია ბიტკოინის მიღებას იწყებს. ერთ-ერთ ასეთი კომპანიაა ბრიკს გრუპი, საიუველირო მაღაზიათა ქსელი კანადაში.


კომპანია BitPay-სთან თანამშრომლობს და გვარწმუნებს, რომ შობის დღეს კრიპტო მომხმარებლებს უკვე თავიანთი ბიტკოინებით შეეძლებათ საჩუქრების ყიდვა. ბრიკს გრუპის აღმასრულებელი დირექტორი, ჟან-კრისტოფ ბედოსი ამბობს:


„ბრიკს გრუპისთვის BitPay-სთან თანამშრომლობა ძალიან დიდი მიღწევაა. ჩვენ, როგორც საერთაშორისოდ მზარდი კომპანია, ვთვლით, რომ BitPay ამ ახალ ინოვაციებთან დაკავშირებასა და გამოყენებაში დიდად დაგვეხმარება.“


ბრიქს გრუპი გადახდის ამ საშუალებას თავის რვა ყველაზე დატვირთულ მაღაზიაში შემოიღებს.


წყარო: livebitcoinnews.com

bottom of page