top of page

შემდეგ წელს კრიპტო სამიტს ჩრდილოეთ კორეა უმასპინძლებს


ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სიახლის თანახმად, შემდეგ წელს, 2019 წლის აპრილში, ის კრიტო და ბლოკჩეინ სამიტს უმასპინძლებს. მონაწილეებს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის მონახულებისა და ქვეყნის კულტურის გაცნობის შანსი მიეცემათ.


ამავე ვებგვერდის „ხშირად დასმული კითხვების“ განყოფილებაში, ჩვენ ასეთ სიტყვებს ვაწყდებით:


„კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. მანამ სანამ სხვა კულტურების პატივისცემის საბაზისო მონაცემები გაქვთ, თქვენ ყოველთვის თბილად მიგიღებენ აქ.“


სამიტის ერთ-ერთი ორგანიზატორი კრიპტო ექსპერტი, კრის ემმსია. ის სხვადასხვა კომპანიების მრჩეველია, ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და რეგულაციების სფეროში.


დასწრების ღირებულება 3300 ევრო იქნება. ამ თანხაში შედის, როგორც დაბინავების, ასევე კვების და სხვა გასართობი საშუალებების, როგორიცაა ბოულინგის თამაში და სხვა, ხარჯი.


კონფერენციაზე არ დაიშვებიან იაპონიის, ისრაელისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეები. ეს აკრძალვა ჟურნალისტებზეც ვრცელდება.


წყარო: usethebitcoin.com

bottom of page