კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ისრაელის ცენტრალური ბანკი საზოგადოების ჩართულობის მოლოდინშია
ისრაელის ცენტრალურ ბანკსა და სხვა სამთავრობო სტრუქტურებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ საზოგადოების ჩართულობა კრიპტოვალუტებზე რეგულაციების დაწესების პროცესში. ისრაელის ბანკის განცხადებით, აუცილებელია ციფრულ აქტივებზე დაკვირვება და იმის გააზრება, თუ რა გავლენას მოახდენს იგი ფინანსურ სტაბილურობაზე, ეკონომიკურ აქტივობებსა და ფინანსურ ბაზრებზე.
პრეს-რელიზის თანახმად, აქციონერებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები სასარგებლო იქნება რეკომენდაციების ჩამოსაყალიბებლად, რაც რეგულაციების შექმნისას დამხმარე ინსტრუმენტი გახდება: ჯგუფი მონიტორინგს გაუწევს ამ სფეროში ისრაელსა და საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესებს და შეისწავლის სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და მათ იმპლიკაციებსაც ეკონომიკური აქტივობისთვის, ფინანსური ბაზრებისთვის და ფინანსური სტაბილურობისთვის. ჯგუფი მოაგროვებს მონაცემებს და შექმნის ერთიან საინფორმაციო ბაზას საზოგადოებისთვის და მარეგულირებლებისთვის, რომლის დახმარებითაც შემუშავდება რეკომენდაციები სასურველი მარეგულირებელი პოლიტიკის გასატარებლად.
კრიპტოვალუტის რისკები კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც უწყებათაშორისო ჯგუფში ჩართულ ისრაელის ბანკს, ისრაელის საგადასახადო სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურსა და კაპიტალის ბაზრის სამსახურს საზოგადოების ჩართულობა სურს, ვირტუალური აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკებია. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გასულ თვეს ისრაელის ბანკმა ფინანსური სისტემისთვის მოსალოდნელი რისკების გამო რეკომენდაცია ციფრული შეკელის წინააღმდეგ გასცა.
სხვა საკითხები, რასაც უწყებათაშორისო გუნდი იკვლევს, არის დაბრკოლებები, რომლის წინაშეც კრიპტოვალუტაზე მომუშავე კომპანიები დგანან. ამ გუნდში ასევე ჩართულნი არიან ფულის გათეთრებისა და ანტი-ტერორიზმის სამსახური და იუსტიციის სამინისტრო. მათ სურთ გამოიკვლიონ, თუ როგორ შეიძლება კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ გამოყენება.
პირველადი მონეტების შეთავაზება (ICO)
გარდა ამისა, ჯგუფს აინტერესებს ის პრობლემები, რომლებსაც ისრაელში აწყდებიან კომპანიები მონეტების შეთავაზების პროცესში, რაც მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ფონდების გაზრდას: რა არის ის დაბრკოლებები, რეგულაციებთან დაკავშირებული თუ სხვა, რაც ისრაელური კომპანიების მიერ ვირტუალური აქტივობის სფეროში ინვესტიციებისა და ფონდების გაზრდას ეხება? თუკი კომპანიას წარსულში ფონდების გაზრდის გამოცდილება ჰქონდა ისრაელში, რა კონკრეტულ პრობლემას წააწყდა იგი ახლა?
რეგულაციების პერსპექტივის მიღმა ჯგუფი მოიაზრებს, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტის გავრცელება სასარგებლო იქნება ეკონომიკის სხვა სექტორებისთვისაც. ამ მხრივ ჯგუფი მიიჩნევს, რომ საზოგადოების ჩართულობა გაზრდის ფინანსურ ინდუსტრიასა და სხვა სექტორებში აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობას. წყარო: ccn.com