top of page

თამბაქოს მწარმოებელი კომპანია ბიტკოინით ვაჭრობის დაწყებას აპირებს


არავინ უარყოფს იმას, რომ კრიპტო ბაზარი არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამ სტატიის წერისას ბიტკოინის ფასი მხოლოდ 4500$-ზე ოდნავ მეტია, რაც მისი წინა წლის ღირებულების ნახევარია. ყველა ღელავს ასეთ სიტუაციაში, თუმცა ფრანგული FinTech კომპანია როგორც ჩანს ემოციებს არ ყვება.


გატენე ჩიბუხი თუთუნით და მოწიე


წარმოიდგინეთ, რომ საფრანგეთში ცხოვრობთ და თამბაქოს ადგილობრივ მაღაზიას ესტუმრეთ. თქვენ თქვენს საყვარელ თუთუნს ირჩევთ და ბიტკოინებით ყიდულობთ. ეს შესაძლოა მხოლოდ კრიპტო ენთუზიასტის ოცნებად ჟღერდეს, თუმცა ეს სიტუაცია რეალობასთან იმაზე უფრო ახლოს დგას ვიდრე წარმოგიდგენიათ.


IG-ის თანახმად, კეპლერკი საფრანგეთში ბიტკოინის მასებისთვის მიწვდენაზე ზრუნავს. კომპანია ადგილობრივ დეველოპერულ ფირმასთან თანამშრომლობს, რომ ვირტუალური ვალუტა ყველა თამბაქოს გამყიდველისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. პროგრამა მათ მომხმარებლებისთვის ვაუჩერების მიყიდვის საშუალებას მისცემს, რომლის გადაცვლაც შემდეგ კეპლერის პლატფორმაზე რეალურ კრიპტოვალუტებში იქნება შესაძლებელი.


კეპლერის განვითარებისა და სტრატეგიის დეპარტამენტის უფროსის, ადილ ზახარის, თანახმად:

„თამბაქოს მაღაზიის მფლობელები მომხმარებელთა მხრიდან დიდი ნდობით არიან აღჭურვილნი, ამიტომ ბიტკოინის გამოყენების არეალის გასავრცელებლად ისინი საუკეთესო ქსელს წარმოადგენენ.“


წარო: livebitcoinnews.com

bottom of page