top of page

მსოფლიოს პირველი კრიპტო ETP შვეიცარიაში


Financial Times-ის თანახმად შვეიცარიულმა რეგულატორულმა ბირჟამ, SIX-მა, ამერიკელებს გადაუსწრო და კრიპტო ბირჟა ამუნის ETP-ს დასტური მისცეს.


ანგარიშის თანახმად, ამუნ კრიპტოს ETP თავისი აქტივების ნახევარს ბიტკოინში, ჩადებს, დანარჩენს კი რიპლზე, ეთერიუმზე, ბიტკოინ ქეშსა და ლაითკოინებზე გადაანაწილებს.


ETP-ები დერივატივების ტიპის ინვესტიციებია, რომელებიც ფასიანი ქაღალდების ბირჟებზე იყიდება. ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ETP სხვაგან არსად არ არსებობს, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც SEC-ი ბიტკოინ ETF-ებისთვის დასტურის მიცემასაც კი წელავს.


ბირჟა ამუნის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამაარსებელი, ჰანი რაშვანი, ამბობს:


„ამუნი ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ფასიანი ქაღალდებით ინვესტირების საშუალებას აძლევს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შვეიცარიას ჩვენი მიზნისათვის საუკეთესო იურისდიქცია აქვს. ინვესტორებს „ბაზრის წილების ყიდვა“ უფრო მარტივად შეეძლებათ, ვიდრე კონკრეტული კრიპტო აქტივების.“


წყარო: ccn.com

bottom of page