top of page

როჯერ ვერი: „როგორც ჩანს, გამაცურეს“


ბიტკოინის ერთ-ერთმა პირველმა მხარდამჭერმა და ბიტკოინ ქეშის (BCH) ყველაზე ცნობილმა ევანგელისტმა, როჯერ ვერმა, განაცხადა, რომ ის ქრეიგ ვრაითთან არსებულ თანამშრომლობაზე ორჭოფობს.


კრიპტოცალლუტების ციფრული საფულისა და ბიტკოინ ქეშის სამომპოვებლო ბრიგადის, Bitcoin.com-ის მფლობელი ახლახანს ატვირთულ იუთუბის ვიდეოში ამბობს, რომ ვრაითმა ის „გააცურა“. ქრეიგი ვრაითი, რომელიც საკუთარ თავს ბიტკოინის შემქმნელად აცხადებს, nChain-ის მფლობელია. ფირმა ბიტკოინ ქეშის პროგრამულ იმპლემენტაციას, Bitcoin SV-ის, აკეთებს.


„არასოდესაა მარტივი აღიარო, რომ გაგაცურეს, მაგრამ მგონი მე ასე მომივიდა“ - განაცხადა მან, როდესაც ვრაითის გამოგზავნილი მეილი გააზიარა. მეილი ვერის Bitcoin ABC-ის, BCH-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეორე ფირმის საჯაროდ მხარდაჭერას მოჰყვა:


„ABC-ის თუ მიემხრობი, შენ ბიტკოინი გძულს, შენ ჩემი მტერი ხარ. წარმოდგენა არ გაქვს ეს რას ნიშნავს, მაგრამ გაიგებ. მე სატოში ვარ. ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ. ახლა გაიგებ, ვინ ვარ. ეს შენი არჩევანია. შეგეცი.“


ვერი და ვრაითი უკვე რამდენიმე თვეა ჩხუბობდნენ მყარი ორკაპის თაობაზე. სწორედ ამიტომ არც თუ ისე გასაკვირი იყო, როდესაც ვერმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ ის Bitcoin ABC-ის ხედვას მიემხრო ბიტკოინ ქეშის მომავალზე. მაგრამ, მისი თქმით, ჩხუბის მიზეზი მხოლოდ პირადი შეურაცხყოფები არ ყოფილა. დროთა განმავლობაში, მას ვრაითის პროფესიონალიზმში ეჭვი შეეპარა:


„ქრეიგის ზოგი ნათქვამი მართლაც რომ ზუსტია, მაგრამ სხვა რაღაცებში მას წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკობს“ - ამას ისიც დაამატა, რომ ვრაითმა BCH-ის მაინინგ სამიტზე ტექნიკური დებატისგან უკან დაიხია:


„ცოტა უცნაურია, რომ ქრეიგმა ტექნიკურ დებატში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა და ვეჭვობ, რომ მას უბრალოდ არ შეეძლო ამის გაკეთება. უკვე ბევრი ვნახე, რამაც სკეპტიკურად განმაწყო - თანაც ძალიან, ძალიან სკეპტიკურად.“


ბიტკოინ ქეშის ევანგელისტის განცხადებით, ვრაითმა რომც დაამტკიცოს, რომ ის სატოში ნაკამოტოა, ეს მის შეხედულებას მაინც არ შეცვლის.


წყარო: ccn.com

bottom of page