top of page

რიპლის კრიტიკოსი ახლა ამ მონეტას მხარს უჭერს


შენიშვნა: ბლოგი ნათარგმნია cryptoglobe.com-დან და არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას.

რან ნეუ-ნერი, CNBC-ის შოუ “Crypto Trader”-ს წამყვანი, ერთ დროს XRP-ის კრიტიკოსი, ახლა ამბობს, რომ „ამ ფასით, XRP პარასკევისთვის პირველ ადგილზე გადავა.“


გუშინ, 19 ნოემბერს, კრიპტო ბაზრისთვის ალბათ წელს ყველაზე ცუდი დღე იყო. ბიტკოინის ღირებულება 5,000$-ს ჩამოსცდა (პირველად 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ), ეთერი და ბიტკოინ ქეში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 14%-ით და 43%-ით შემცირდა. სხვა მსხვილი კრიპტოვალუტებიც იგივე გზას ადგანანან.


მიუხედავად ამისა, იმედის ნაპერწკალი მაინც დარჩა, დარჩა ერთი მსხვილი კრიპტოვალუტა, რომელიც ამ დროის განმავლობაში მყარად იდგა და რომლის გარშემო შეკრებილმა საზოგადოებამაც HODL-ის ნამდვილი მნიშვნელობა დაგვანახა: XRP. ახლა უკვე ბაზრის მოცულობით მეორე ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის გრაფიკი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მისი ღირებულება რაიმეთი ყოფილიყოს გამყარებული:


რიპლმა ყურადღება მიიქცია


რენი, შოუ “Crypto Trader”-ის წამყვანი, რიპლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო. 2018 წლის მაისში ერთ-ერთ გადაცემაში ხალხს ისიც ურჩია, რომ რიპლი გაეყიდათ:


„მე მას ნაგვის ურნაში ვისვრი... ამ მონეტის გამოყენების მიზეზს ვერ ვხედავ... მე გავდივარ.“


მიუხედავად ასეთი განცხადებებისა, რიპლისა და XRP-ის უკეთ შესწავლის გამო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რენს სიძულვილი სიყვარულში გადაეზარდა. ეს ალბათ რიპლის თანამშრომლებთან, პირველ რიგში მთავარ ტექნიკურ დირექტორთან, დევიდ შვარცთან, საუბრის შედეგიც იყო.


რამდენიმე დღის წინ რენმა ტვიტერზე დაწერა კომენტარი, რომელიც თავიდან ხუმრობაც ჩანდა, მაგრამ დღევანდელ მდგომარეობას თუ გავიტვალისწინებთ, შეიძლება ყველაზე კარგი რჩევა იყოს რაც მოგვისმენია:


„ეს ჰაშების ომი გამოკვეთს, რატომ უნდა გადაყაროს ყველამ BTC და BCH და მთელი ფული უბრალოდ XRP-ში ჩადოს.“


ამას გარდა, კარგად ცნობილმა კრიპტო მოვაჭრემ და ინვესტორმა, რიჩარდ ჰართმა, რომელსაც XRP-ი არასდროს ეხატებოდა გულზე, ასეთი განცხადება გააკეთა:


„შეძახილი ყალბ სატოშის, როჯერს, ჯიჰანსა და ყველა BCH-ერს სამუშაოს შესრულების მტკიცებულება (PoW) რომ ასე ცუდად გამოაჩინეთ. XRP 11% გაიზარდა, BTC კი 13%-ით დაეცა. ყოჩაღ, ეგოისტებო.“


წყარო: cryptoglobe.com

bottom of page