top of page

H&M-ი VeChain-ის ტექნოლოგიას ტესტავს


მოდისა და დიზაინის კონგლომერატი, H&M-ი, VeChain-ის ტექნოლოგიას ტესტავს. მათი „სახლის“ ტანსაცმელების ბრენდი, არკეტი, უკვე თანამშრომლობს ბლოკჩეინ კომპანიებთან, რათა თავის პროდუქტებს თვალი ადევნოს.


რედიტსა და ტვიტერზე გავრცელდა ხმა, რომ კომპანიამ უკვე აპლიკაციის საპილოტო ვერსია გაუშვა. არკეტის სპიკერი ამბობს, რომ:


„არკეტი VeChain-ის დახმარებით ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მეშვეობით თავისი პროდუქტებისთვის თვალის დევნებას აპირებს. ჩვენ უკვე გავუშვით აპლიკაციის სატესტო ვერსია.“


ყიდვის განხორციელებამდე, მომხმარებლებს თავიანთი VeChain აპლიკაციის მეშვეობით, მათთვის სასურველი პროდუქტის NFC ჩიპის სკანირება შეუძლიათ, რითიც ამ პროდუქტზე დეტალურ ინფორმაციას მოიპოვებენ.


VeChain-ი ასევე SBTG-სთანაც თანამშრომლობს. ისინი NFC ჩიპების შემცველი ადიდასის ფეხსაცმელების გამოშვებას გეგმავენ.


წყარო: dailyhodl.com

bottom of page