ოჰაიოს შტატი ბიტკოინის მიღებას აპირებს
26 ნოემბრიდან ოჰაიომ ოცდასამი სახის ბიზნეს გადასახადის ბიტკოინში მიღება დაიწყო. ეს შტატი იქნება პირველი შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და ერთ-ერთი პირველი ხელისუფლება, რომელმაც კრიპტოვალუტის მიღება დაიწყო.
დიდი ხნის განმავლობაში ბიტკოინის, როგორც გადასახადის გადახდის საშუალების, შემოღება დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. ბევრი, მას „ნელ და ძვირიან“ საშუალებას უწოდებდა. თუმცა ოჰაიოს ფინანსური მდვნის ოფისმა ბევრ ამ კრიტიკას ძლიერი კონტრარგუმენტები დაუპირისპირა.
BitPay-ის მომსახურების მეშვეობით, ოჰაიოს შტატი ახლა უკვე ბიტკოინსაც იღებს.
ფინანსური მდივნის ოფისის თანახმად:
„კრიპტოვალუტები მესამე მხარეს მომხმარებლის ინიციატივის გარეშე ვერ გადაეცემა, რაც ქურდობის საშიშროებას თითქმის მთლიანად სპობს. ტრანზაქციების ნახვა ბლოკჩეინზე ნებისმიერს შეუძლია. გადარიცხვებისთვის თვალის დევნება ბოლკჩეინზე ძალიან მარტივია. ტრანზაქციის გადასახადი კი მინიმალურია.“
ოჰაიოს ხელისუფლება ბიტკოინის მიღებაზე არ აპირებს შეჩერებას და მომავალში სხვა კირპტოვალუტების დამატებასაც გეგმავს.
ამასთანავე, შტატი აქტიურად იკვლევს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას:
„ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში ნაციონალური ლიდერი გავხდეთ.“
წყარო: cryptoslate.com