top of page

პირველი აპარატურის საფულე, რომელიც ვაჭრობის საშუალებას იძლევა


ერთ-ერთი პირველი ციფრული საფულის პროვაიდერები კრიპტო ინდუსტრიაში აპარატურის საფულეს უშვებენ.


Blockchain-ი აპარატურის (hardware) საფულის მწარმოებელ ფირმა Ledger-თან პარტნიორობს და ახალ მოწყობილობაზე, Lockbox-ზე იღებს შეკვეთებს. პირველი პარტია ნოემბერში გაიგზავნება.


სხვა აპარატურის საფულეებისგან Lockbox-ი ორი მახასიათებლით განსხვავდება, როგორც ამას Blockchain-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი პიტერ სმიტი აღნიშნავს. პირველ რიგში, იმასთან ერთად, რომ საფულე ქსელს გარეთ ინახავს კრიპტოვალუტებს, ის Swap-ის მეშვეობით მფლობელებს კრიპტოს პირდაპირ კრიპტოში გაცვლის საშუალებას მისცემს. მთავარი მიზანია ვაჭრობის მაქსიმალურად გამარტივება ერთი ანგარიშით:


„ჩვენთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია პროდუქტი ისეთ მდგომარეობამდე მივიყვანოთ, რომ არ იყოს საჭირო კრიპტოებში ოპერაციების სხვა ადგილას განხორციელება.“ - განაცხადა სმიტმა.


ამას გარდა, სხვა მოწყობილობის საფულეებისგან განსხვავებით, Lockbox-ი კომპიუტერთან შეერთებისა და შედეგად ინტერნეტთან დაკავშირებისას მასში ჩამონტაჟებული სპეციალური გასაღები მხოლოდ ლეგიტიმურ ვებ-გვერდებს დაუკავშირდება, რისი მეშვეობითაც ეფექტურად აიცილებს თავიდან თაღლითურ მცდელობებს.


წყარო: coindesk.com

bottom of page