top of page

კოლეჯის სტუდენტი ამტკიცებს, რომ 51%-იანი შეტევა იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს


პირველი წლის კოლეჯის სტუდენტი შენს კრიპტოვალუტაზე ნადირობს - მაგრამ არა მონეტების მოსაპარად, არამედ იმის დასამტკიცებლად, რომ ამის გაკეთება ძალიან მარტივია.


კრიპტო ენთუზიასტისა და უსაფრთხოების მკვლევარის თანახმად, რომელიც „geocold51”-ის მეტსახელითაა ცნობილი, მცირე მასშტაბების მქონე კრიპტოვალუტები ინდუსტრიის ყველაზე საშიში რისკის, 51%-იანი შეტევის რისკის წინაშე დგანან. ამ შეტევის დრო, მაინერი კრიპტოვალუტის მოპოვების სიმძლავრის ნახევარზე მეტს იგდებს ხელში, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ წაშალოს წინა ტრანზაქციები და შეცვალოს ისინი სხვა ტრანზაქციებით - ამ პროცესს ორმაგი ხარჯვა ეწოდება.


მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინისა და სხვა მსხვილი კრიპტოვალუტების გარშემო არსებული ეკოსისტემა მათ ამ შეტევისგან იცავს, სხვა კრიპტოვალუტებზე მსგავსი შეტევა, რომლებსაც პატარა საზოგადოება უჭერს მხარს, ბევრად რეალურია.


როგორც ჩანს, 51%-იანი შეტევები საკმაოდ აქტიურად ხდება კიდეც: Group-1B-ის განცხადებით, 2018 წელს ამ გზით 20 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტების ქურდობა დაფიქსირდა.


13 ოქტომბერს geocold51-მა გადაწყვიტა ეჩვენებინა, თუ რამდენად მარტივია ეს ყველაფერი, რისთვისაც მან პირდაპირ ეთერში Bitcoin Private-ზე განახორციელა შეტევა, რომლის საბაზრო მოცულობაც დაახლოებით 47 მილიონ დოლარს შეადგენს.


CoinDesk-თან საუბრისას geocold51-მა განაცხადა, რომ თუ კრიპტოვალუტაზე შეტევა ასეთი მარტივია, ეს ინვესტორების თვალში მის გაუფასურებას უნდა გულისხმობდეს. მან ისიც დაამატა, რომ სულ რაღაც 100 დოლარად შეეძლო ორმაგი ხარჯვის დემონსტრირებაც, მაგრამ მისი პირდაპირი გამოსვლა გათიშეს. სტუდენტი ამბობს, რომ ამ პროცესისათვის ორმაგი თანხაა საჭირო - ამ შემთხვევაში 200$ - ქურდი პირველ რიგში ბიტკოინს იყიდის ბირჟაზე თავისი Bitcoin Private მონეტებით, შემდეგ კი უფრო გრძელ ჯაჭვზე სხვა ტრანზაქციას განახორციელებს, რაც პირველ ტრანზაქციას გააუქმებს. ეს, რა თქმა უნდა, ორმაგი ხარჯვის შეტევის მარტივი განმარტებაა.


„51%-იან შეტევას ახორციელებ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს საკმარისი ჰაშ ენერგია მის დასაცავად, მაგრამ არსებობს მასთან დაკავშირებული მაღალი ღირებულება.“


წყარო: coindesk.com


bottom of page