top of page

რა არის რიპლი?


რა არის რიპლი?


რიპლი არის შეთანხმების სისტემა, ვალუტის გადაცვლის და გაგზავნის ქსელი. რიპლის პროტოკოლი უმნიშვნელო საკომისიოთი პირდაპირ და მომენტალურ ტრანზაქციას ასრულებს.


რიპლი არის დეცენტრალიზებული გადახდის პროტოკოლი ყველაფრისთვის, რასაც ღირებულება აქვს. ეს არის ინფორმაციის საჯარო ბაზა, ვალუტის გადაცვლის ჩაშენებული ფუნქციით, რომელიც მუშაობს, როგორც მსოფლიოს პირველი უნივერსალური ფულის თარჯიმანი. რიპლი არის ვალუტების აგნოსტიკოსი და პროტოკოლში ჩაშენებული უცხოური ვალუტების გადაცვლის კომპონენტი აქვს. თუ ბიტკოინი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რიპლი გადახდის სისტემაა, რომელიც SWIFT-ის მსგავსად მუშაობს. მათ შორის სხვაობა უფრო მეტია ვიდრე მსგავსება.


რიპლი, XRP-ს დავთარი, RippleNet, XRP


რიპლი: ეს არის კომპანია, რომელიც ზრუნავს რიპლის განვითარებაზე და ასევე ფლობს XRP-ს მნიშვნელოვან ნაწილს. რიპლი გადახდის კომპანიებსა და ბანკებს სთავაზობს პრობლემების გადაჭრის გზებს.


XRP-ს დავთარი: ამ საჯარო დავთარს აქვს შესაძლებლობა, რომ ტრანზაქცია მოახდინოს სხვა და სხვა ვალუტებს შორის. ამ დავთრის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია გადაგზავნოს ნებისმიერი სახის ქონება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.


RippleNet: არის კერძო დავთარშორისი პროტოკოლის იმპლემენტაცია, რომელიც აძლევს რიპლს საშუალებას, რომ პარტნიორებს შესაბამისი სერვისები მიაწოდონ. RippleNet შედგება ისეთი გადაწყვეტებისგან როგორებიცაა xCurrent xRapid Xvia.


XRP: არის ზემოთ ნახსენები დავთრის ციფრული აქტივი. XRP ასევე არის სპამ საწინააღმდეგო იარაღი, რომელიც გაცვლების დროს მედიუმის როლს ასრულებს.


XRP-ს მახასიათებლები


რიპლით ვაჭრობას აქვს საკომისიო (~.00001XRP), რომელიც აუცილებლად XRP-ში უნდა იყოს გადახდილი. ეს საკომისიო არ გროვდება, იგი უბრალოდ ნადგურდება. საკომისიო ზედმეტად ბევრი ტრანზაციის გაშვების შეტევისგან იცავს ქსელს. ბიტკოინისგან განსხვავებით, XRP-ს ტრანზაქციებს 4 წამი ან ნაკლები სჭირდება. XRP არის ციფრული ქონება, რომელსაც მათემატიკურად დამტკიცებადი მახასიათებლები აქვს, მაგალითად, როგორც შეგვიძლია მარტივად ამოვიცნოთ ოქრო თავისი შემადგენლობის მიხედვით. XPR ასევე ფუნქციონირებს ხიდად, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ვალუტა, ან რაიმე ღირებული, ერთმანეთს დააკავშიროს. თუ ყველა ვალუტა ლიკვიდურია XRP-ის მიმართ, მაშინ ისინი ლიკვიდურები არიან სხვა ვალუტების მიმართაც. რიპლის შექმნისას 100 მილიარდი XRP გამოუშვეს და, პროტოკოლის თანახმად, ეს რიცხვი აღარ გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ XRP-ის მოპოვება შეუძლებელია ბიტკოინისა და სხვა მოპოვებადი ვალუტაბისგან განსხვავებით.


საერთაშორისო შეთანხმება


გლობალური გადახურდავების ბაზარი დღეში $5.7 ტრილიონის ტრანზაქციებს ახორციელებს, რიპლის მიზანი კი ამ ბაზრის დაკავებაა. რიპლის კონსესუსის დავთარს შეუძლია წამში 1000 ტრანზაქციის განხორციელება, XRP-ს გადახდის ქსელები კი ამ ციფრის ათი ათასობით გაზრდის შესაძლებლობას იძლევა, რაც Visa-ს მასშტაბურობის დონეა.


XRP არ არის რიპლის ძირეული სარგებელი. ექსტერნალური ვალუტები ფოკუსირებული არიან პროტოკოლზე, რიპლი კი გლობალური შეთანხმების ქსელია.


უამრავი უსაფუძვლო შეშფოთება გაისმა მას შემდეგ, რაც XRP-ს ფასმა ზრდა დაიწყო. მოჩვენებითი თავისუფალი ბაზრის კაპიტალისტები შეძრწუნებულნი არიან, რადგან ფიქრობენ, რომ რიპლი როგორც კომპანია, მოგებაზეა ორიენტირებული და არ აპირებს XRP-ს სოციალისტურ და უტოპიურ განაწილებას.

რადგან რიპლი საგადასახადო ქსელია, XRP გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ქსელი იყოს ჯანმრთელი, რაც XRP-ს ლიკვიდურობას ნიშნავს.


ფასი


XRP თავისი არსებობის განმავლობაში ძირითადად 1$-ს ქვევითაა. მხოლოდ 2017 წლის ბოლოსა და 2018 წლის დასაწყისში, დოლართან პარიტეტის შემდეგ XRP-ს რეკორდულმა ფასმა ზოგ ბირჟებზე 4$-საც კი მიაღწია.


XRP 2013 წლიდან coinmarketcap.com-ზე პირველ ათეულში იმყოფება. პირველი დიდი აღზევება მაშინ იყო, როდესაც ფასი 0.01$-დან 0.05 დოლარამდე გაიზარდა. 400%-ზე მეტმა ზრდამ ბაზრის მოცულობა 500$ მილიონამდე გაზარდა.


იმ დროისთვის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 800$ დოლარს, პირველად 2015 წლის იანვარში მიაღწია. ამის შემდეგ ფასი 0.005$-დან 0.01$-მდე მერყეობდა.


2017 წელს ინვესტიციების და პარტნიორების გამოცხადების შემდეგ XRP-მ დიდი ნახტომი განიცადა. ის გაიზარდა 4000%-ით და ბაზრის მოცულობამ 1$ მილიარდიდან (2017 წლის მარტს) 15$ მილიარდს მიაღწია.


ამავე წლის დეკემბერს XRP-მ ახალი რეკორდი მოხსნა: პირველად გადასცდა 1$-იან ნიშნულს და 4$მდე ავიდა, რა დროსაც ბაზრის მოცულობით ეთერიუმსაც კი გადაასწრო (120$ მილიარდი).


წერის მომენტში რიპლის ღირებულება 0.45$-ს შეადგენს.



bottom of page