top of page

სონიმ კრიპტო საფულის დანადგარი შექმნა


ელექტრონიკის გიგანტი, სონი, ფიქრობს, რომ მას კრიპტოვალუტების მფლობელებისთვის მათი აქტივების უფრო უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა შეუძლია.


იაპონურმა ტექნოლოგიურმა კონგლომერატმა ამ კვირაში განაცხადა, რომ მათი კომპიუტერული მეცნიერების განყოფილებამ კრიპტო საფულის დანადგარი შექმნა. მისი გამოყენება ბიტკოინისა და სხვა კრიპტო აქტივების შესანახად შეიძლება.


სხვა კრიპტო საფულეებისგან განსხვავებით, რომლებიც კომპიუტერებსა და მობილურებს USB კაბელის მეშვეობით უკავშირდებიან, სონის საფულე მომხმარებლის პირად ინფორმაციას უკონტაქტო IC კატაზე ინახავს, რაც მომხმარებელს ნებისმიერი NFC-ჩართული მობილურიდან საფულეზე წვდომას აძლევს.


სონი ამბობს:


„უკვე არსებული კრიპტო საფულეების დანადგარებისგან განსხვავებით, ეს IC კარტა პატარა, მოსახერხებელი და ეფექტურია.“


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ბარათს სხვადასხვა აპლიკაციებზეც, რომლებიც მომხმარებელს ბლოკჩეინ ტრანზაქციის განხორცილებისის საშუალებას აძლევს, ექნება წვდომა.


მნიშვნელოვანია, რომ სონის მიერ კრიპტო ტექნოლოგიაზე მუშაობა მხოლოდ კვლევით სახეს არ ატარებს. აშკარაა, რომ კომპანიას ამ სფეროში თავისი თავის დამკვიდრება და ინოვატორობის ტიტულის მიღება სურს.


წყარო: ccn.com

bottom of page