top of page

XRP-ის ყიდვა უკვე საკრედიტო ბარათებითაც შეიძლება


Changelly, კრიპტო ბირჟა, რომელიც თვისი დაბალი გადასახადებითა და სანდოობის მაღალი მაჩვენებლითაა ცნობილი, XRP-ის უღებს კარს. ის თავის მომხმარებლებს Visa-ს, Mastercard-ისა და საკრედიტო ბარათების მეშვეობით XRP-ის ყიდვის საშუალებას აძლევს. თავისი მომხმარებლებისთვის გაგზავნილ მეილში ის ამბობს:

„მნიშვნელოვანი სიახლე ინვესტორებისა და მომხმარებლებისთვის. ახლა XRP-ის ყიდვის დროა. გადაცვალეთ ამერიკული დოლარი და ევრო XRP-ში. დღეიდან თქვენ XRP-ის ყიდვა Chagelly-ზე ჩვენი პარტნიორის, SimplexCC-ის მეშვეობით შეგიძლიათ.“


ლოგიკური იქნება ვიფიქროთ, რომ Changelly-მ, ShapeShift-ის მსგავსად, თავისი პოლიტიკა შეცვალოს და „იცნობდე შენს მომხმარებელს“-ის წესები შემოიღოს. ბირჟას ბევრი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რადგან ის ტრანზაქციების განხორციელებისას თავის მომხმარებლებს მათი იდენტობის გამჟღავნებას არ სთხოვს.


SimplexCC-ის შესახებ


SimplexCC ევროკავშირის მიერ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუციაა, რომელიც გლობალური, სანდო პლატფორმის შექმნას ცდილობს. მათი ტექნოლოგია ინვესტორებსა და ვაჭრებს ქურდობისგან გარანტირებულ დაცვას ჰპირდება.


Changelly-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლია ბერიმ თქვა:


„Changelly-ის გუნდისთვის Simplex-თან თანამშრომლობა დიდი პატივია. მათი დახმარებით ჩვენ ქაღალდის ფულის კრიპტოვალუტებში გადაცვლის სერვისის შეთავაზება შევძელით.„


წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page