top of page

ინსტიტუციური ინვესტორები ბიტკოინისთვის მზად არიან


დილოიტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ტექნოლოგიისა და მედიის ინდუსტრიებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიმართ დიდი ინტერესი აღინიშნება. მეტიც, ეს ინსტიტუციები ინვესტირებისთვისაც მზად არიან.


დილოიტმა ისიც გამოიკვლია, თუ რა სარგებელს მიიღებენ მისი კლიენტები კრიპტო სივრცეში ინვესტირებით. ამიტომ, კვლევა ფართომასშტაბიანი იყო. მან მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1 053 კლიენტი მოიცვა. შედეგად კი აღმოჩნდა, რომ კლიენტების 84%-ის აზრით, ბლოკჩეინი სულ მალე საყოველთაოდ მიღებული გახდება.


Coindesk-ის თანახმად:


„კორესპოდენტების 84% თვლის, რომ ბლოკჩეინი მალე საყოველთაოდ მიღებული გახდება. დაახლოებით 59% თვლის, რომ ბლოკჩეინი მათ სპეციფიკურ ინდუსტრიებს ავნებს, 29% კი ამბობს, რომ უკვე მიიღეს ბოლკჩეინ ტექნოლოგია.“


გარდა ამისა:


„დილოიტის კვლევის თანახმად, ინტერესი ბლოკჩეინის მიმართ დიდად გაიზარდა. კომპანია ვარაუდობს, რომ 2021 წლისთვის ბლოკჩეინ კომპანიების შემოსავალი 2.3$ მილიარდამდე აიწევს. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მხოლოდ 2018 წლის პირველი ექვსი თვის განმვლობაში ბლოკჩეინ სტარტაპები 1.3$ მილიარდით დაფინანსდა.“


რას ნიშნავს ეს ბიტკოინისთვის?


ძნელია იმის თქმა, თუ რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს კონკრეტულად ბიტკოინზე, თუმცა ფაქტია, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში ინვესტირება საბოლოოდ ბოტკოინში ინვესტირებამდე მივა. ტექნოლოგიის მიმართ ინსტიტუციების დამოკიდებულება გაუმჯობესებას, ბიტკოინის მიმართ მათი ნდობის გამყარებას მოყვება.


რადგანაც კვლევა გვეუბნება, რომ ინსტიტუციები ბლოკჩეინისთვის უკვე მზად არიან, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ბიტკოინიც მათ რადარებზეა. შემდეგი ნაბიჯი ალტკოინების მიღება იქნება. ეს კი ინსტიტუციურ დონეს უფრო რეალურ პერსპექტივად აქცევს.


წყარო: cryptodaily.co.uk

bottom of page