top of page

SEC-მა ბიტკოინ ETF-ის კიდევ 9 შემოთავაზება უარყო


ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ პროშეარის ორი, დირექსიონის ხუთი და კიდევ ერთი GraniteShares-ის ETF შემოთავაზება უარყო. ის ბიტკოინის ბაზარზე პოტენციური ქურდობებისა და მანიპულაციების მიმართ თავის დამოკიდებულებას ინარჩუნებს და აცხადებს, რომ განაცხადები SEC-ის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.


კომისიის თქმით, მათ ბიტკოინის ფიუჩერსების ბაზრის ზრდის დამამტკიცებელი ვერანაირი საბუთი ვერ მიიღეს:


„ჩვენს მიერ ქურდობისა და მანიპულაციური ქმედებებისგან თავის დასაზღვევად შექმნილი „ბირჟების წესების“ დასაკმაყოფილებლად საჭიროა ბოტკოინთან დაკავშირებულ მსხვილ რეგულირებულ ბაზარზე ზედამხედველობის გაზიარება.“


SEC-მა გარკვევით თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მან საფუძვლიანად გამოიკვლია და მხოლოდ შემდეგ შეაფასა ბიტკოინის ტექნოლოგიური და ინვესტიციური პოტენციალი. მისი უარყოფა კი მთლიანად ინიციატორების მხრებზეა, რადგან მათ „ბირჟების აქტის“ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.


დაწესებულებამ ამერიკული ბირჟა CBOE-ს ციტირებაც მოახდინა, რომელიც მომხმარებელს ბიტკოინის ფიუჩერსებით ვაჭრობას სთავაზობს,:


„CFE-ის პრეზიდენტმა კომისიას ახლახანს აცნობა, რომ ‘შესაძლოა CBOE-ს ბირჟაზე ბიტკოინების ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობა ETP-ების მისაღებად არ იყოს საკმარისი.’“


ETF-ის უარყოფა არც თუ ისე მოულოდნელი იყო


SEC-ის მიერ წარდგენილი უარყოფის მიზეზები ვინკელვოს ტყუპების ETF-ის ზედიზედ ორჯერ უარყოფის მიზეზების მსგავსია. თუმცა, ამჯერად კომისიამ VanEck SolidX Bitcoin Trust-ის მიერ შეთავაზებულ ETF-თან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება 30 სექტემბრამდე გადადო.


რიგი უარყოფების მიუხედავად, ზოგიერთი თვლის, რომ SEC-ი ბიტკოინ ETF-ს მალე მიიღებს. Crescent კიპტოს დამფუძნებელი, ალი ჰასანი ამბობს:


„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მალე მოხდება. ალბათ მომდევნო 18 თვის განმავლობაში.“


ბიტკოინ ETF-ის საქმე ბიტკოინის ბაზრების ფუნქციონირებისთვისაც მნიშვნელოვანია. ყოველმა ზემოთ ხსენებულმა უარყოფამ ნეგატიურად იმოქმედა ბაზარზე. თუმცა, ისიც უნდა თქვას, რომ პოზიტიური შედეგის მოლოდინმა ბიტკოინის ფასი ისტორიულ მაჩვენებლამდეც კი აწია. დღეს, SEC-ის გადაწყვეტილების გასაჯაროვებამდე, ბიტკოინის ფასი დოლართან მიმართებით 7 პროცენტით გაიზარდა.


ბიტკოინის ცნობილი ევანგელისტის, ადრეა ანტონოპოლუსის აზრით, ბიტკოინ ETF-ი დადებითი მოვლენა არაა:


„ETF-ების გახსნა ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ფასების მანიპულირების საშუალებას მისცემს.“


წყარო: ccn.com

bottom of page