top of page

ხუთი ყველაზე გავრცელებული მითი ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და ბიტკოინის შესახებ


ბლოკჩეინ ტექნოლოგია დამანგრეველია მრავალი ინდუსტრიისთვის, რადგანაც მისი მთავარი იდეა დეცენტრალიზებული მონაცემთა ბაზაა. ბიტკოინის მსგავსი კრპტოვალუტები ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ზუსტად ამ იდეაზეა აგებული.


ბლოკჩეინი გვთავაზობს სისტემას, სადაც ინფორმაცია ბლოკებში ინახება. ეს ბლოკები ქმნისან ჯაჭვს. ეს ცალკეულ ბლოკში ცვლილების შეტანას შეუძლებელს ხდის, სხვა ბლოკებზე ზემოქმედების გარეშე, ცვლილების შეტანას შეუძლებელს ხდის.

აქ ჩვენ განვიხილავთ და უარვყოფთს რამდენიმე პოპულარულ მითს ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტების შესახებ.


მითი 1: ბლოკჩეინზე არსებული ინფორმაცია დაცულია.


ეს ყველაზე გავრცელებული წარმოდგენაა. შეცდომა იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ბლოკჩეინზე არსებული ინფორმაცია კრიპტოგრაფიულადაა შენახული და შესაბამისად დაცული. მაგალითად: ავტორიზაციის გარეშე არავის არ შეუძლია ბლოკჩეინზე არსებული ინფორმაციის ნახვა. აქედან გამომდინარე, თქვენ თქვენი საბანკო ანგარიში, კოდები და სხვა კონფიედენციალური ინფორმაცია ბლოკებში ყველანაირი ეჭვის გარეშე შეგიძლიათ შეინახოთ - ეს სიმართლისგან ძალიან შორსაა.


საჯარო ბლოკჩეინის შემთხვევაში, ბლოკებში არსებული ინფორმაცია ყველასთვის, ვინც ბლოკჩეინის წევრია, ხელმისაწვდომია. მაგალითად: საჯარო ბლოკჩეინზე არსებულ ყოველი ნოდი ამ ბლოკჩეინის ასლს ფლობს და მას ნებისმიერ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი.


საჯარო ბლოკჩეინი კონფედენციალური ინფორმაციის შესანახად საუკეთესო ადგილი არაა, რადგან მისი ნახვა ყველას შეუძლია.


როდესაც ამბობენ, რომ ბლოკჩეინი "უსაფრთხოა", სინამდვილეში გულისხმობენ, რომ ის ინფორმაციის "უცვლელობას" უზრუნველყოფს. მაგალითად: ბლოკჩეინზე არსებული ინფორმაციის სხვებისგან ფარულად შეცვლა არავის არ შეუძლია.


ბლოკჩეინზე არსებული ინფორმაცია არასასურველი ცვლილებისგანაა დაცული და არა ზოგადად უსაფრთხო.


სიტყვა "უსაფრთხო" ადამიანებს სხვადასხვაგვარად ესმით. ბლოკჩეინის შემთხვევაში კი, ეს მხოლოდ არასასურველი ცვლილებისგან დაცულს ნიშნავს.


მითი 2: ბლოკჩეინი მონაცემთა შესანახად საუკეთესო ადგილია.


ბლოკჩეინი მასიური ინფორმაციის შესანახად არაა საუკეთესო ადგილი.

ბლოკჩეინის მისი დეცენტრალიზებული ბუნება ნიშნავს, რომ ყოველ ნოდს მთლიანი ბლოკჩეინის ასლი აქვს. თუ ბლოკჩეინზე მასიურ ინფორმაციას შევინახავთ, ყოველი ნოდი იძულებული იქნება გადაიღოს ამ ბლოკჩეინის ასლი, რაც მას არაეფექტურს გახდის.


სინამდვილეში, ბლოკჩეინი ტრანზაქციული მონაცემების შესანახადაა კარგი. ძირითადად მასიური ფაილები ბლოკჩეინის გარეთ, სხვადასხვა ფაილების სისტემებში ინახება, მათი მისამართები კი - ბლოკჩეინზე.


მითი 3: გონიერი კონტრაქტები ბლოკჩეინზე შენახული ტრადიციული კონტრაქტებია.


გონიერ კონტრაქტებს არანაირი კავშირი არ აქვსთ ტრადიციულ კონტრაქტებთან. გონიერი კონტრაქტები მარტივი კომპიუტერული პროგრამაებია, რომელთა მოხმარებაც მხოლოდ ბლოკჩეინზე შეიძლება.


გონიერი კონტრაქტები ეთერიუმის ბლოკჩეინზე პროგრამირების ისეთ ენებზე იწერება, როგორებიცაა სოლიდითი სოლიდითი (Solidity) და სერფენთი. სერფენთი (Serpent), ჰიპერლეჯერ ფაბრიკის ბლოკჩეინზე კი - Go-სა და ჯავაზე (Java). ეთერიუმის ქსელზე გონიერი კონტრაქტები ეთერიუმის ვირტუალური ძრავის მეშვეობით ხორციელდება. ჰიპერლეჯერის ქსელზე კი დოკერ კონტეინერების მეშვეობით.


თავდაპირველად გონიერი კონტრაქტების კონცეფცია ეთერიუმის ბლოკჩეინის ნაწილს წარმოადგენდა. ვირტუალური ძრავის დამატების შემდეგ პლატფორმამ, იმ კომპიუტერული პროგრამების დამატებით, რომელთა შენახვა და ფუნქციონირებაც ამ ქსელზე ხდება, ბლოკჩეინის გამოყენების სივრცე გაზარდა.


ბიტკოინის ბლოკჩეინზე გონიერი კონტრაქტების კონცეფცია არ არსებობს. ამ ქსელზე გონიერი კონტრაქტების შექმნა შეუძლებელია.


იმისდა მიუხედავად, რომ ეთერიუმისა და ჰიპერლეჯერის ბლოკჩეინებზე არსებული გონიერი კონტრაქტები მსგავსია, ისინი მათი განხორციელების განსხვავებულ მექანიზმებს იყენებენ.


ეთერიუმის ბლოკჩეინზე გონიერი კონტრაქტები ბაიტ კოდების სახით არსებობსენ. მაგალითად: სოლიდითის ენაზე დაწერილი გონიერი კონტრაქტი სოლიდითის მიერ ბაიტ კოდის სახითაა შედგენილი. ეს ბაიტ კოდი კი ეთერიუმის ბლოკჩეინზეა შენახული. თვითონ ეს კონტრაქტები ეთერიუმის ბლოკჩეინზე EVM-ის მიერ ყოველ ნოდზე ხორციელდება.


ჰიპერლეჯერის ჩეინკოდ პროგრამები მისი ბლოკჩეინისგან იზოლირებულად არსებობენ. ჩეინკოდ პროგრამები Go-ს ან ჯავას ენაზეა დაწერილი და ბლოკჩეინის ნაცვლად, ცალკე არსებული დოკერ კონტეინერების მეშვეობით ხორციელდება.


მითი 4: ბიტკოინი ციფრული მონეტების ნაერთია


ბიტკოინი არაა ციფრული მონეტების კოლექცია. რეალურად, ბიტკოინი არც კი არსებობს! ბიტკოინი მხოლოდ ტრანზაქციული ჩანაწერის სახით არსებობს.


შესაძლოა ეს დამაბნევლად ჟღერდეს, მაგრამ ფიზიკური ბიტკოინი არ არსებობს. მაინერი, რომელიც გამომთვლელ ენერგიას ბლოკის მოპოვებაზე ხარჯავს, ახალი ბიტკოინებითს საჩუქრდება. ეს მხოლოდ ელექტრონულად ხდება, მაგალითად, ბლოკის მოპოვების შემდეგ ტრანზაქციის ჩანაწერი ამბობს: "12.5 ბიტკოინი მაინერის ბიტკოინ საფულეში გადაირიცხა".


მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მაინერის საფულეში გადარიცხული ეს 12.5 ბიტკოინი არსაიდან არ მოსულა. არ არსებობს არანაირი ხაზინა, საიდანაც ეს ბლოკჩეინები მოდის. ეს 12.5 ბიტკოინი არასდროს არ არსებობდა და არც არასდროს იარსებებს. მხოლოდ გადარიცხვის ჩანაწერი არსებობს.


ბიტკოინის ბლოკჩეინთან დასაკავშირებლად მთლიანი ბლოკჩეინის გადმოწერა არაა საჭირო. თუ თქვენ მხოლოდ ბიტკოინების ყიდვა, გადაგზავნა და მიღება გსურთ, ამისთვის ბიტკოინ საფულის ქონაა საჭირო.


თუმცა, აუცილებელია იმის გააზრება, რომ თქვენს ბიტკოინ საფულეში არანაირი ციფრული მონეტები არაა.


ბიტკოინ საფულე მხოლოდ კრიპტოგრაფიული მისამართია და არა ბიტკოინების შესანახი ადგილი, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, ბიტკოინი, როგორც ციფრული მონეტა, არ არსებობს. ასე რომ, ბიტკოინ საფულეში ციფრული მონეტების ნაცვლად, კრიპტოგრაფიული გასაღები ინახება, რომელიც ნოდებს თვენი ტრანზაქციების დამტკიცების საშუალებას აძლევს.


თუ თქვენ არ გსურთ ბიტკოინის ქსელში ნოდის სახით გაწევრიანება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მთლიანი ბლოკჩეინის ასლის გადმოწერა არ დაგჭირდებათ. ნოდის სახით მხოლოდ მაშინ უნდა დარეგისტრირდეთ, როდესაც მაინინგის განხორციელება გსურთ.


მითი 5: ბიტკოინი არაა მთავარი ვალუტა, რადგან ხელისუფლება მასში საფრთხეს ხედავს


ერთად ერთი რამ, რაც ბიტკოინს მთავარ ვალუტად გახდომაში უშლის ხელს, თავად ბიტკოინია.


დღევანდელი სახით არსებულ ბიტკოინს დრეკადობის პრობლემა აქვს. მას წამში მხოლოდ შვიდი ტრანზაქციის განხორციელება შეუძლია. ეთერიუმს, მეორე ყველაზე მსხვილ კრიპტო პლატფორმას, წამში 20 გადარიცხვის შესრულება შეუძლია.


რომ შევადაროთ, ვიზა და ფეიფალი წამში 1667-სა და 193-ტრანზაქციას ახორციელებენ.


ბიტკოინს ეს პრობლემა მხოლოდ იმიტომ გააჩნია, რომ ახალი ბლოკის შესაქმნელად მას ათი წუთი სჭირდება, ყოველი ბლოკის ზომა კი შეზღუდულია - 1 მეგაბაიტთი. იმისთვის, რომ ნოდები არ ჩამორჩნენ ახალ ახალ ჩანაწერებს და ბლოკჩეინზე წამში ათასობით ტრანზაქცია განხორციელდეს, ქსელს მაღალი გამტარუნარიანობა დასჭირდება.


ბლოკჩეინი იდეალურია იმ ტრანზაქციებისთვის, რომლებიც სასწრაფო არაა.


აქედან გამომდინარე მთავრობა, საკანონმდებლო თუ რეგულატორული ორგანოები, არაფერ შუაშია. ბიტკოინის დღევანდელი მდგომარეობა ისევ ბიტკოინის ბრალია.


წყარო: hackernoon.com

bottom of page