top of page

კარდანო (ADA) ყველანაირ ხარვეზს ასწორებს


23 აგვისტოს, Inputoutput-ის მიერ გამოქვეყნებული კარდანოს ყოველკვირეული ტექნიკური ანგარიშის თანახმად, ბირჟამ თავისი სისტემა მრავალმხრივ გააუმჯობესა. კონკრეტულად კი, პროგრესი დედალუსის საფულის, გოგენის, დეცენტრალიზაციის და ქსელის მხრივ აღინიშნება.


გოგენი იმ სამ პროექტთაგანია, რომელთა შემოტანასაც კარდანო აპირებს. მისი მიზანი კარდანოსთვის ვირტუალური ძრავისა და ენის შექმნაა. ამ კვირის ანგარიშის თანახმად, ბიჟამ მარლოუ და პლუტუსის ჯგუფისთვის ახალი სპეციალისტი დაიქირავა.


მარლოუ და პლუტუსი, ორივე კარდანოს ჯგუფის მიერ ბლოკჩეინისთვის შემუშავებული პროგრამირების ენაა. მარლოუს ჯგუფი ფინანსური ტრანზაქციების გაუმჯობესებაზე მუშაობს, პლუტუსის კი ექსკლუზიურად გონიერი კონტრაქტებისთვისაა განკუთვნილი.


ანგარიშში ნათქვამია:


„მარლოუს ჯგუფმა გააუმჯობესა თავისი სისტემა და ახლა პროცესების მონიტორინგისთვის კომპანიის სტანდარტს იყენებს.“


რაც შეეხება დედალუსის საფულეს, ის ხარვეზი, რომელსაც ვინდოუსის მომხმარებლები “Pin to taskbar” ბრძანების მიცემისას წააწყდნენ, გამოსწორებულია. კომპანიამ ასევე გააუმჯობესა საფულის კოდი, ანგარიშის აღდგენის პროცესი და სხვა მრავალი ელემენტი.


რედიტის მომხმარებელმა და კარდანოს გამომწერმა, ზოიჰესმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:


„ეს კომპანია ყველა დანარჩენს აჩვენებს, თუ რას ნიშნავს გამჭვირვალობა“.


რედიტის კიდევ ერთმა მომხმარებელმა, გებისოლომ, დაწერა:


„ყოჩაღ! ასე გააგრძელეთ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ამას შეძლებთ“.


წყარო: ambocrypto.com

bottom of page