top of page

ბიტკოინი (BTC), ბიტკოინ ქეში (BCH) და ლაითკოინი (LTC)


CNBC-ის გადაცემა Fast Money-ში კრიპტო ინდუსტრიის ლიდერებმა, როჯერ ვერმა და ჩარლი ლიმ, ბიტკოინის, ლაითკოინისა და ბიტკოინ ქეშის ინვესტიციებზე ისაუბრეს.


„ბიტკოინ ქეში კომერციული მოხმარებისთვის უფრო ხელსაყრელია“



კრიპტო ინდუსტრიაში „ბიტკოინ იესოს“ სახელით ცნობილმა როჯერ ვერმა ბიტკოინ ქეშზე თქვა, რომ ის ყოველდღიური კომერციული მოხმარებისთვის უფრო ხელსაყრელია ვიდრე ბიტკოინი:


„ბიტკოინი კომერციული გამოყენებისთვის აღარ გამოდგება, ყოველ შემთხვევაში ასე იყო წინა წლის დეკემბერში. გადასახადები გაიზარდა, ტრანზაქციები შენელდა და ნდობა დაკარგა. ბევრმა ადამიანმა, მათ შორის მეც, შეწყვიტა მისი გამოყენება და სხვა კრიპტოვალუტაზე გადავიდა. ხშირ შემთხვევაში კი ეს სხვა კრიპტო ვალუტა ბიტკოინ ქეში იყო.“


მარტის დასაწყისში, TrustNodes-მა განაცხადა, რომ 100 000-ზე მეტმა BitPay-ს ვაჭარმა ბიტკოინ ქეშის მიღება დაიწყო. BitPay ვაჭრებს ბიტკოინის მიღების საშუალებასაც აძლევს.


BCH-ს კრიპტო ბაზრის 4.22%, ბიტკოინს კი, იმისდა მიუხედავად, რომ რამდენიმე თვე მისი ფასი მხოლოდ იკლებდა, 52.7% უჭირავს.


ჩარლი ლი თავისი ლაითკოინების გამოსყიდვას არ აპირებს


27 აგვისტოს, CNBC-ის Fast Money-ში ჩარლი ლი, ლაითკოინის თანადამაარსებელიც, მიიწვიეს. მან თავისი LTC-ების ინვესტიციებისა და ლაითკოინის დამდეგი კონფერენციის შესახებ ისაუბრა.

ლიმ 2017 წლის ბოლოს მთელი თავისი ლაითკოინები გაყიდა, დღეს ის ერთ ლაითკოინსაც კი არ ფლობს. ლაითკოინის ფასის დაცემის ფონზე, წამყვანმა, მელიზა ლიმ, ჩარლის ჰკითხა, აპირებს თუ არა ის თავისი მონეტების გამოსყიდვას.


ლიმ უპასუხა:


„ჩემი მონეტები ინტერესთა კონფლიქტის გამო გავყიდე, ამიტომ უახლოეს მომავალში მათ გამოსყიდვას არ ვაპირებ.“


ამ თვის დასაწყისში ლაითკოინის ფონდმა თავისი წლიური კონფერენციის შესახებ განაცხადა. მათ ბლოკჩეინ და კრიპტო ექსპერტები და ბიზნესმენები ჰყავთ მოწვეული.


ამ კონფერენციის მიზანი კრიპტოვალუტების, განსაკუთრებით ლაითკოინის, მასიური მიღებისთვის ხელის შეწყობაა.


როდესაც ლის ჰკითხეს, თუ რისი დანახვა სურდა კონფერენციაზე, მან ასეთ პასუხი გასცა:


„მინდა, რომ ხალხმა ტექნოლოგიაზე, სავაჭრო მიღებასა და გრადაციაზე გაამახვილოს ყურადღება. მე ისეთ თემებზე მსურს საუბრის მოსმენა, როგორიცაა ბიტკოინის დამხმარე ჯაჭვები ან ელვისებრი ქსელი.“

კონფერენცია 14-15 სექტემბერს, სამხრეთ სან-ფრანცისკოს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.


წყარო: cryptoslate.com

bottom of page