top of page

კრიპტომატები საქართველოში


საქართველოში, კრიპტოვალუტების ცნობადობისა და პოპულარობის ზრდის ფონზე, გამოჩნდა ახალი კომპანია "კრიპტომატი", რომელიც საქართველოს მასშტაბით ციფრული ვალუტების (ბიტკოინისა და ლაითკოინის) ATM-ებს − „კრიპტომატებს“ − განათავსებს და მათ ოპერირებას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე, მათი კრიპტომატები თბილისში, სამ წერტილში: გალერია თბილისის, თბილისი მოლისა და კაზინო აჭარის ტერიტორიებზე ფუნქციონირებს. კრიპტომატის აპარატების მეშვეობით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია იყიდოს ან გაყიდოს აღნიშნული ვალუტები იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ციფრული საფულე ჯერ არ გააჩნიათ!


კრიპტომატების გამოყენება საკმაოდ მარტივია. ბიტკოინის ან ლაითკოინის ყიდვის შემთხვევაში, საჭიროა მხოლოდ ციფრული საფულის QR კოდის დასკანერება და აპარატში სასურველი ოდენობის თანხის შეტანა. კრიპტომატი თავად ითვლის, რამდენი ლაითკოინისა თუ ბიტკოინის ყიდვაა შესაძლებელი შეტანილი თანხით და ამასთან, ტრანზაქციის პროცესშივე აჩვენებს მომხმარებელს იმ მომენტისთვის არსებულ გაცვლით კურსებს, ლართან მიმართებაში.

მომხმარებლებისთვის, ალბათ, ყველაზე საინტერესო იქნება ის, რომ ციფრული საფულის არქონის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ პირდაპირ კრიპტომატის მეშვეობით შექმნან ქაღალდის საფულე და შემდეგ, მასზე ჩარიცხონ შეძენილი კრიპტოვალუტები. პროცესი საკმაოდ მარტივია და ზედმეტ ძალისხმევას არ საჭიროებს.


ასევე, მარტივად ხორციელდება კრიპტოვალუტების ლარში გადაცვლაც: მომხმარებლის საფულიდან სასურველი ციფრული ვალუტა კრიპტომატის ეკრანზე მოცემულ მისამართზე იგზავნება და მომხმარებელი სანაცვლოდ შესაბამისი ოდენობის თანხას (ლარებს) იღებს აპარატიდან.


კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს კრიპტომატების განთავსება საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც. აგრეთვე, დაგეგმილია ბიტკოინ ქეშის და ეთერიუმის მხარდაჭერაც. კრიპტომატების მოხმარების

დეტალური ინსტრუქციის ნახვა შეგიძლიათ აქ.












bottom of page