top of page

ამერიქან ექსპრესი განიხილავს რიპლით გადახდებს


ამერიქან ექსპრესი (AMEX) არის საერთაშორისო ფინანსური სერვისების კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საბანკო მომსახურებას. დიდ ბრიტანეთში, AMEX-ი უფრო ასოცირდება კორპორატიულ მომხმარებლებთან, თუმცა AMEX-ზე ხელმისაწვდომია პერსონალური ანგარიშებიც. საერთო ჯამში, AMEX-ს აქვს $33 მილიარდიანი ბრუნვა და ჰყავს 50 000-ზე მეტი თანამშრომელი, ანუ ის უზარმაზარი კომპანიაა.


ამის გათვალისწინებით, საოცარია რომ რიპლმა ახსენა AMEX-ი არა ტვიტში, არამედ ოფიციალურ საიტზე, სადაც მთელი სტატია მიუძღვნეს AMEX-ს.


პოსტში ლაპარაკია გამოწვევებზე, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესები აწყდებიან საერთაშორისო გადახდების განხორციელებისას. ტრადიციული სისტემით, ამ გადახდებს თან ახლავს დიდი გადასახადები და სჭირდება დიდი დრო გასამართად. ამ მომენტისთვის, AMEX-ი არის ერთ-ერთი ისეთი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო გადახდების მომსახურებას კომპანიებისთვის. მეორეს მხრივ, AMEX-ი აღიარებს, რომ ამ კომპანიებს სჭირდებათ პატარ-პატარა ხშირი გადახდები ძალიან სწრაფად და ხშირად, რისთვისაც ტრადიციული მეთოდები არ გამოდგება.


რიპლის განცხადებით:


“ამერიქან ექსპრესს კარგად ესმის პრობლემები, რომლებსაც მცირე და საშუალო ბიზნესები აწყდება ტრადიციული საბანკო სისტემით საერთაშორისო გადახდების განხორციელებისა თუ საკრედიტო ბარათზე წვდომისას. ამ კომპანიის “ღია ფორუმი” არის პოპულარული პლატფორმა და კარგი ინსტრუმენტი მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდისთვის.”


უფრო მეტიც:


“რიპლი სხვადასხვა კომპანიებთან ერთად ცდილობს, საერთაშორისო გადარიცხვებთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ ხმა მიაწვდინოს ამერიქან ექსპრესს. რიპლის xCurrent-ი ქმნის ახალ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ინფრასტრუქტურას გლობალური გადახდებისთვის. ამერიქან ექსპრესის მომხმარებლები უკავშირდებიან ამ ინფრასტრუქტურას იმგვარად, რომ მიღწეული იყოს მაქსიმალურად საუკეთესო მომსახურების ხარისხი.”


ამჟამად, ამერიქან ექსპრესი იყენებს რიპლის xCurrent-ს ზოგიერთი გადარიცხვისთვის, რაც ისე ჩანს, რომ ამერიქან ექსპრესს სურს, უფრო მეტად გამოიყენოს რიპლი და შექმნას უსაფრთხოების მექანიზმებიც.


“რიპლზე დაფუძნებული ბლოკჩეინი ეხმარება ტრანზაქციების განხორციელებას. ამერიქან ექსპრესის მომხმარებლები აშშ-ში უკვე ხედავენ გაუმჯობესებას. რიპლი და ამერიქან ექსპრესი ასევე გაერთიანდნენ თაღლითობის რისკების აღმოფხვრისთვისაც.”


bottom of page