top of page

ნიუ იორკი კონფიდენციალურ ვაჭრობის უფლებას იძლევა


კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა Gemini არის პირველი ბიტ-ლიცენზირებული ბაზარი, რომელზეც აქტიურად ვაჭრობენ ანონიმური კრიპტოვალუტებით მას შემდეგ, რაც ფინანსური მომსახურების დეპარტამენტმა ფორმალურად მიიღო Zcash-ით ვაჭრობა. ეს არის ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს სხვა კონფიდენციალურ მონეტებზე, როგორიცაა მონერო, დეში, PIVX და Verge.


„რეგულირებები აუცილებელია როგორც ინოვაციების ხელშეწყობისთვისთვის, ისევე მომხმარებლების დაცვისთვისაც და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვასაზრდოებთ ჩვენს მომხმარებლებს უსაფრთხოებითა და რეგულირებული პლატფორმით, სადაც შეგიძლია Zcash-ის ყიდვა, გაყიდვა და შენახვა" - ამბობს Gemini-ის ინჟინერი ერიკ ვინთერი.


ფინანსების მომსახურების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დეტალურად წერია, თუ როგორ მუშაობს Zcash-ის ბლოკჩეინი:


„Zcash-ის ქსელი ემსახურება ორი სახის ტრანზაქციებს, ტრასპარენტულსა და დაფარულს. ტრანსპარენტული ტრანზაქცია მუშაობს ბიტკოინის მსგავსად: ტრანზაქციის ბალანსი და რაოდენობა ხილვადია საზოგადოებისთვის ბლოკჩეინზე.


დაფარული ტრანზაქციებისთვის იყნებენ z-მისამართებს, რომლებიც მთლიანად კონფიდენციალურია. ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია z-მისამართებთან, არ არის ხილვადი საზოგადოებისთვის ბლოკჩეინზე. Zcash არის ციფრული, კრიპტოგრაფზე დაფუძნებული აქტივი Zcash ქსელისა, როგორც ბიტკოინი არის ციფრული, კრიპტოგრაფზე დაფუძნებული აქტივი ბიტკოინ ქსელისა“.


Gemini-ს ასევე მოპოვებული აქვს აღიარება ბიტკოინ ქეშისა და ლაითკოინის მხრიდან, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ ჩანან ამ პლატფორმაზე.


წყარო: https://dailyhodl.com

bottom of page