top of page

IOTA TRON-ს მეცხრე ადგილს ართმევს


ახალი ამბების ვარსკვლავი TRON-ი იყო MVP კრიპტოვალუტების ბაზარზე. MVP (most valuable player) ნიშნავს ყველაზე ღირებულ მოთამაშეს - და არა, მე არ ვამბობ, რომ TRON-ი ყველაზე ღირებული ვალუტაა, მე უბრალოდ ვაცხადებ, რომ TRON-ი რომ სპორტსმენი ყოფილიყო, ის ალბათ მოიგებდა მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს.


შუა კვირას, TRON-მა მოახერხა, ასულიყო მეცხრე ადგილზე ბაზრის კაპიტალიზაციის კუთხით და ჩამოეტოვებინა IOTA. ახლა, ისე ჩანს, რომ IOTA თავის ადგილს იბრუნებს.


ამ მომენტისთვის, IOTA $2.33 ღირს, რაც12,16%-იანი ზრდის შედეგია. მისი ბაზრის კაპიტალიზაციაა $6,465,187,438. შედარებისთვის, TRON-ი ამჟამად არის $5,559,515,675.


ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნათელია, რომ IOTA-მ რეიტინგში მეცხრე ადგილი დაიბრუნა მოვლენების საკმაოდ აგრესიული შემობრუნებით.


კიდევ რა ხდება, IOTA-ს გარშემო, კულისებს მიღმა?


The Merkle-ის ცნობით:


“$228,496 მილიონის ივაჭრეს IOTA-თი, რაც ნიშნავს, რომ არსებობს ამ ვალუტაზე მოთხოვნა. თუმცა, ისიც სავარაუდოა, რომ ამხელა ვაჭრობა სპეკულაციების გამო დაფიქსირდა. იგივეს თქმა შეიძლება პრაქტიკულად ყველა კრიპტოვალუტაზე, რომლებიც ახლა არის ბაზარზე. IOTA-ს ვაჭრობის მოცულობა უკვე დიდი ხანია იზრდება, რაც დადებითი ტენდენცია და ყურადსაღები ფაქტია. ამ დროისთვის, Binance-ი ყველაზე დიდი ბაზარია IOTA-სთვის. მას მოსდევს Bitfinex-იც, რომელიც ბევრით არ ჩამორჩება Binance-ს, მაგრამ ეს ორივე პლატფორმა გაცილებით წინ არის Coinone-ზე. OKEx იკავებს მეოთხე ადგილს და მეხუთე ადგილზეა თავისი BTC და USDT წყვილებით. ამჟამად IOTA-სთვის ყველაფერი ნორმალურად გამოიყურება. თუ ამ ბაზრებმა ვაჭრობის გაზრდა მოახერხეს ამ ალტკოინისთვის, ძალიან საინტერესო ფასების ცვლილებას ვნახავთ.”


ცალსახაა, რომ არსებობს მოთხოვნა IOTA-ზე, მოთხოვნა რომელმაც გაზარდა მისი ღირებულება. როგორც ჩანს, ეს მოთხოვნა გააგრძელებს ზემოქმედებას ფასების ზრდაზე. IOTA-ს ეკოსისტემის გაშვებამ ნამდვილად დიდი როლი შეასრულა მის ფასზე ამ 24 საათში. ეს ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო ვაჭრობის მოცულობის და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ სწრაფად და ეფექტურად დაიკავა მან მეცხრე ადგილი.


IOTA ერთ-ერთია, რომლისთვისაც ამ კვირაში თვალის მიდევნება ღირს. მაისის პოზიტიური სტარტის შემდეგ, შესაძლოა ძალიან მალე ვიხილოთ იგი $3-ზე.


წყარო: cryptodaily.co.uk

bottom of page