top of page

UNICEF-ი ბრაუზერით მაინინგს იყენებს


რაც კრიპტო ვალუტების მაინინგი გართულდა, წინ ახალი ტიპის მაინინგმა წამოიწია, რომელიც ბრაუზერით მოპოვების ტექნიკას იყენებს. UNICEF-მა, გლობალურმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ, ამ ტექნიკას ფინანსების მოსაზიდად მიმართა.


UNICEF ავსტრალიამ შექმნა ვებ გვერდი ბრაუზერით მაინინგისთვის. ვებ გვერდი სახელწოდებით “იმედის გვერდი” (HopePage) მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დროებით დაუთმონ კომპიუტერის პროცესორი მაინინგს. “იმედის გვერდი” სხვა ბრაუზერით მაინინგის საიტებისგან იმით განსხვავდება, რომ შენ შეგიძლია აირჩიო, რა დატვირთვით ამუშავებ პროცესორს. შენი კომპიუტერის გამოთვლითი შესაძლებლობები არ არის გატაცებული ან მოპარული.


პროექტის გასაშვებად, UNICEF-ი ეყრდნობა Coinhive-ის აპლიკაციას, რომელიც მონეროს მოიპოვებს.


ამ წლის დასაწყისში, UNICEF-მა ყველა გააოცა, როდესაც PC გეიმერებს მათი აპლიკაციის გაშვება სთხოვა. მათ უნდა მოეპოვებინათ კრიპტოები, სანამ მოთამაშეები დატკბებოდნენ საყვარელი თამაშებით. შეგროვებული თანხით ისინი სირიის ომით დაზარალებულებს დაეხმარნენ, განსაკუთრებით ბავშვებს.


“იმედის გვერდით” შეგროვებული ფინანსები მოხმარდება, როჰინგიას კრიზისით დაზარალებულებს. ვირტუალური ფულის შეგროვების შემდეგ, UNICEF-ი მათ გადაცვლის ნაღდ ფულში.


ამ ფაქტს ადასტურებს UNICEF-ის ფინანსების მოზიდვისა და კომუნიკაციის დირექტორი, ჯენიფერ ტიერნი და ამბობს:


“ჩვენ გვინდოდა გვესარგებლა ახალი აღმასვლის გზაზე მდგარი ტექნოლოგიებით რათა ხალხის ყურადღება არსებული ჰუმანიტარული კრიზისისკენ მიგვექცია და მოგვეძიებინა ფინანსები ამ კრიზისში გამომწყვდეული ბავშვების მხარდასაჭერად.”


იმ მიდგომით, რომელიც UNICEF-მა აირჩია, რამდენს შესწირავ დამოკიდებულია იმაზე რამდენი ხანი გექნება ვებ გვერდი გახსნილი. იმ რისკების გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ბრაუზერით მაინინგთან, შესაძლოა დაგჭირდეთ იმის განსაზღვრა რა რაოდენობის გამოთვლით შესაძლებლობებს დაუთმობთ “იმედის გვერდს.”


წყარო: crypto-lines.com



bottom of page