მოსაპოვებლად დარჩა მხოლოდ 4 მილიონი ბიტკოინი
დღეს არსებული ICO-ებისთვის მონეტების საერთო მაქსიმალური რაოდენობა ასობით მილიარდს შეადგენს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიტკოინის შემთხვევაში ეს ასე არ არის.
17 მემილიონე ბიტკოინი უკვე მოპოვებულია და მხოლოდ 4 მილიონიღა დარჩა. ამ ვალუტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი და მაღალი ღირებულების მიზეზია მისი შეზრუდული რაოდენობა - ბიტკოინი იშვიათია!
„აი, ბიტკოინზე ფიქრის გზა. უკვე გამოსულია 17 მილიონი ბიტკოინი, თითოეული მათგანი კი 8 000$ ღირს. არსებობს დედამიწაზე 17 მილიონი ადამიანი, რომლებიც ერთ ბიტკოინს გაწვდებიან? ეს მთელს მარაგს გააქრობდა და ბაზარს კუთხეში მოაქცევდა.“ - ბილ მილერი.
ყოველ ათ წუთში ერთხელ, ახალი ბიტკოინის ბლოკი იქმნება ბიტკოინის მაინერების მიერ. ძლიერი კომპიუტერები ყველა ბიტკოინის ტრანზაქციის მონაცემებს ინახავენ და ანახლებენ მას, როგორც კი ახალი ტრანზაქცია განხორციელდება. მაინინგ ნოდები საჭიროები არიან ტრანზაქციების დასადასტურებლად, მაინერები კი ამისთვის ბიტკოინით საჩუქრდებიან. ყოველი ახალი მონაცემების ბლოკი (დადასტურებული ბიტკოინ ტრანზაქცია) მაინერებს ამჟამად 12.5 ბიტკოინით აჯილდოებს, რაც ნისნავს, რომ დღეში 1,800 ბიტკოინი იქმნება - მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ დარჩება.
მაინერები თითო მოპოვებულ ბლოკში 50 ბიტკოინს იღებდნენ, მაგრამ ყოველ 210,000 მოპოვებულ ბლოკში ერთელ ჯილდო ნახევრდება. 2012 წელს მიღებული ბიტკოინების რაოდენობა 25-ზე ჩამოვიდა, შემდეგ კი, 2016 წელს, 12.5-ზე. შემდეგი განახევრება 2019 წლის ბოლოს/2020 წლის დასაწყისში უნდა მოხდეს. განახევრება ბიტკოინის ღირებულების შენარჩუნებას უზრუნველყოფს და თავიდან ირიდებს მაინერების მიერ ქსელზე ზედმეტი კონტროლის მოპოვების საშიშროებას. ეს ნიშნავს იმასაც, რომ ბიტკოინის მოპოვების სიჩქარე დროთა განმავლობასი მცირდება, რაც პროცესს კიდევ უფრო შეანელებს.
ამ გაგებით ბიტკოინი ოქროს წააგავს, საიდანაც მოდის ტერმინი მაინინგი (მოპოვება) - რა თქმა უნდა, მაინინგის პროცესი ბიტკოინის შემთხვევაში საკმაოდ განსხვავებულია. ბიტკოინის ბლოკები ისეა დაშიფრული, რომ მაინერებს კომპიუტერული ენერგიის გამოყენება სჭირდებათ სწორი რიცხვის საპოვნელად - სწორედ ამისთვის იღებენ ისინი ჯილდოს.
Reddit-ის ერთ-ერთმა მოდერატორმა, BashCo-მ, ჩარტი ააწყო იმის საჩვენებლად, თუ როგორ მიმართებაშია ერთმანეთთან ბიტკოინის მონეტარული მარაგი (ლურჯი) და მონეტარული ინფლაციის მაჩვენებელი (სტაფილოსფერი), რაც თანდათანობით ეცემა ვალუტის გამოსვლის შემდეგ. მაინინგის სიხშირის ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი ბიტკოინი დაახლოებით 120 წელში იქნება მოპოვებული.
რა თქმა უნდა, ამას არსებულ ბიტკოინებზე არანაირი გავლენა არ ექნება - ისევე, როგორც ოქროს გამოყენებაა შესაძლებელი მას შემდეგ, რაც უკანასკნელ ნატეხს მოიპოვებენ, ბიტკოინის დახარჯვაც შესაძლებელია იმის მიუხედავად, ამოიწურა თუ არა მარაგი უკვე.
ერთადერთი, რაზეც ამას ზეგავლენა ექნება, ეს ფასია.
წყარო: ccn.com