top of page

კრიპტობაზრის კაპიტალიზაციის ანალიზი 2018 წლის პირველ მეოთხედში


კრიპტობაზარმა 2018 წელი დიდი დანაკარგებით დაიწყო. თუ Coinmarketcap-ის მონაცემებს ვენდობით, ჯამში კრიპტოვალუტების კაპიტალიზაციამ 59%-ით დაიკლო იანვრიდან. 2018 წელი არ იყო სახარბიელო არც ბიტკოინისთვის. მისი ფასი თითქმის განახევრდა 2018 წლის დასაწყისიდან. მიუხედავად ამ დიდი დანაკარგისა, ბიტკოინი უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე სხვა წამყვანი ალტკოინები, რომელთა უმეტესობის ფასმა 70%-ით დაიკლო იანვრიდან.


თუ ბიტკოინის 2018 წლის ჩარტს გადავხედავთ, პირველი მეოთხედის პირველ ნახევარში მისი ფასი $13,000-დან $14,000-მდე მერყეობდა. მისმა ფასმა მაქსიმუმალურ ნიშნულს, $17,500-ს მიაღწია, რის შემდეგაც დაიწყო თანმიმდევრული ვარდნა.




პიკის შემდეგ, ბიტკოინის ფასმა დაახლოებით 66%-ით დაიკლო და მინიმალურ ნიშნულს, $5,900-ს მიაღწია 6 თებერვალს. ამის შემდეგ, ფასი თითქმის გაორმაგდა 2 კვირის ვადაში, თუმცა $12,000-იან წინააღმდეგობის ნიშნულს ვერ გაუძლო და კვლავ 40%-ით შემცირდა მარტში. სტატიის წერის მომენტში კი მისი ღირებულება $6,970 -ია.


კრიპტობაზრის ჯამური კაპიტალიზაცია მცირდება


Coinmarketcap-ის მონაცემებით, რომლებშიც არ შედის მაჩვენებლები კორეის ბირჟებიდან, წლის დასაწყისში კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაცია $610 მილიარდს შეადგენდა, 8 იანვარს კი $820 მილიარდამდე გაიზარდა. მას შემდეგ ეს მაჩვენებელი თითქმის 70%-ით შემცირდა და ახლა $260 მილიარდს შეადგენს.




კერძოდ, ბიტკოინის კაპიტალიზაცია იანვარში $236 მილიარდი იყო, მას შემდეგ მაჩვენებელი $100 მილიარდიდან $300 მილიარდის შუალედში მერყეობდა. ამ მომენტისთვის კი რიცხვი $118 მილიარდს შეადგენს.


ბაზარზე ბიტკოინის დომინირება ძლიერდება


მიუხედავად პირველ მეოთხედში განცდილი დიდი დანაკარგებისა, ბიტკოინი მთელი ბაზრის 45%-ს იკავებს, წლის დასაწყისში კი ეს მაჩვენებელი 40% იყო.


ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რაც ბიტკოინმა ამ მხრივ აჩვენა, 32%-ია. თებერვალ-მარტის პერიოდში კი, მთლიანი კაპიტალიზაციის წილის მხრივ, ბიტკოინმა დაახლოებით 10%-ით მოიმატა.


ეთერიუმი იმყარებს მეორე ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტის პოზიციებს.


2018 წელი რიპლმა დაიწყო, როგორც მეორე ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე ვალუტამ. 4 იანვარს რიპლმა მიაღწია მაქსიმალურ ნიშნულს მთელი ბაზრის კაპიტალიზაციის წილის მხრივ, რაც 18%-ს შეადგენდა, როცა მისი ფასი $3-ს აღემატებოდა.




8 იანვარს ეთერიუმმა დაიბრუნა მეორე ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე ვალუტის ტიტული, როცა 14%-ს მიაღწია.


სტატიის წერის პროცესში რიპლის ჯამური კაპიტალიზაცია $18,2 მილიარდს შეადგენს (75%-ით ნაკლებს, ვიდრე მისი მაქსიმუმი იყო). ამ დროისთვის რიპლის ფასი $0,49-ის ფარგლებში მერყეობს.




შედარებისთვის, ეთერიუმის ბაზრის დომინირება გაიზრდა 12%-დან 20%-მდე იანვარში. 14 იანვარს ეთერიუმის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს, $1,400-ს მიაღწია, ბაზრის ჯამური კაპიტალიზაციით - $137 მილიარდი. მას შემდეგ ეთერიუმის წილი 15%-მდე შემცირდა.




ბიტქოინ ქეში მეოთხე პოზიციას მყარად იკავებს


ბიტქოინ ქეში მთელი 2018 წლის მანძლზე იკავებს მეოთხე პოზიციას ბაზრის კაპიტალიზაციით, რომელიც 4,5%-დან 7%-მდე მერყეობს მთელი მეოთხედის მანძლზე. ბიტქოინ ქეშმა აღნიშნულ მეოთხედში ფასის 70% დაკარგა და $2,500-დან $680-მდე დაეცა.




წყარო - news.bitcoin.com


bottom of page