top of page

ბიტკოინის მაინინგის ტრენინგები იწყება


ინდოეთის სავაჭრო პალატა ქვეყნის 30 ქალაქში იწყებს ბიტკოინის მაინინგის ტრენინგების პროგრამას. მიზანია, ახალგაზრდებს მეტი ასწავლონ ბიტკოინზე, კრიპტოვალუტებზე, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე, კრიპტო მაინინგზე და ენტერპრენეორობაზე, რათა მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილს შეეძლოს საკუთარი თავის დასაქმება.


დალიცის ინდოელების ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატა (DICCI) 2005 წელს დაარსდა და ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას დალიცებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ ინდოეთის ერთ-ერთ კასტას. ზოგ შტატში, დალიცები წარმოადგენენ მოსახლეობის 32%-საც კი.


ორი ორგანიზაცია, DICCI და Mahabfic, შექმნიან მსოფლიოში პირველ და, შესაბამისად, ყველაზე დიდ ბიტკოინის მაინინგის ტრენინგ პროგრამას (BMTP) თვითდასაქმებისთვის. პროგრამა განკუთვნილია სოფლის მცხოვრებლებისთვის, უმეტესად ახალგაზრდებისთვის, რათა მათ შეძლონ დამატებითი შემოსავლის გამომუშავება და ხელი შეუწყონ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.


DICCI-ს დამაარსებელმა, შრი მილინდ კამბლემ განაცხადა:


„ ახალი ბლოკჩეინ ტექნოლოგია არის ის, რაც მომავალში აქტიურად იქნება გამოყენებული უამრავ სფეროში და კრიპტოვალუტების მაინინგი არის აუცილებელი პირობა ბლოკჩეინის არსებობისთვის. ამიტომაც, გაგვიჩნდა სურვილი, შეგვექმნა ეს პროგრამა, რათა ხელი შეგვეწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების ამ სფეროში თვითდასაქმებისთვის. ინდოეთს კი აქვს რეალური პოტენციალი, გახდეს კრიპტოვალუტების მაინინგის ჰაბი მთელი მსოფლიოსთვის.“


წყარო - www.news.bitcoin.com



bottom of page