top of page

საცალო ვაჭრობის გიგანტი Newegg ბიტკოინით გადახდის მასშტაბებს აფართოვებს


კომპიუტერული ტექნიკის გამყიდველმა კომპანია Newegg-მა ბიტკოინით ყიდვა კანადაშიც შესაძლებელი გახადა. Newegg-მა, რომელსაც დაახლოებით 36 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელი გახადა, განაცხადა, რომ ბიტკოინით გადახდებმა მცირე, მაგრამ მზარდი გაყიდვების ტალღის აგორებას შეუწყო ხელი შეერთებულ შტატებში და, ამიტომ, ამ ფუნქციის დამატება კანადაშიც გადაწყვიტა.


2014 წელს Newegg იყო ერთ-ერთი პირველთა შორის, რომელმაც თავის მომხმარებელს ბიტკოინით გადახდის საშუალება მისცა. მას შემდეგ ბიტკოინის ღირებულება დრამატულად გაიზარდა და ახლა მომხმარებლებს, რომლებიც ბიტკოინებს ფლობენ, მათი პროდუქტის შესყიდვის მეტი საშუალება აქვთ.


როგორც მოვაჭრეების უმეტესობა, არც Newegg იღებს პირდაპირ კრიპტოვალუტას; ის იყენებს BitPay-ს, მესამე პირ საგადასახადო პროცესორს, რომელიც ბიტკოინს ტრადიციულ ფულში აკონვერტირებს. BitPay კანადაშიც გააგრძელებს Newegg-თან ამგვარ თანამშრომლობას.


ეს სიახლე საკმაოდ მისასალმებელი აღმოჩნდა კრიპტოვალუტის ენთუზიასტებისთვის, რადგან ბოლო თვეებში ბევრმა კომპანიამ თქვა ბიტკოინით პროდუქციის გაყიდვაზე უარი.


საგადასახადო ფირმა Stripe-მა ახლახანს განაცხადა, რომ ის ბიტკოინის უარყოფას აპირებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სანაცვლოდ სხვა კრიპტოვალუტის პროექტს დაუთმობს მომავალში ყურადღებას.


წინა კვირას, Reddit-მა, რომელმაც ბიტკოინის მიღება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო პრემიუმ წევრობის შესაძენად, როცა მისი ღირებულება 25 დოლარზე ნაკლები იყო, ასევე გააუქმა ბიტკოინით გადახდის ფუნქცია. მიზეზი ახალ პლატფორმაზე გადასვლა იყო. კომპანიას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელებს თუ არა ის ბიტკოინთან თანამშრომლობას.

წყარო: ccn.com

bottom of page