top of page

ტვიტერმა ICO-სთან დაკავშირებული რეკლამები აკრძალა

ტვიტერმა ორშაბათს განაცხადა, რომ ამიერიდან კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეკლამები აკრძალული იქნება.

ყველა რეკლამა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ICO-ზე, მონეტების გაყიდვაზე, ვაჭრობასა და ელექტრო საფულის სერვისებზე - გარდა იმ საჯარო კომპანიებისა, რომლებიც დიდ ბაზრებზე ფუნქციონირებენ - საიტიდან წაიშლება. კომპანიის წამომადგენელმა განაცხადა CNBC-სთან, რომ ეს კეთდება ტვიტერის მომხმარებლების დასაცავად.

განცხადებაში ნათქვამია:

„ ჩვენ კრიპტოვალუტასთან მიმართებით რეკლამების პოლიტიკა შევცვალეთ. ამ ცვლილებების თანახმად, რეკლამა ICO-სა და მონეტების გაყიდვის შესახებ აკრძალულია.“

ხმები ამ ცვლილების შესახებ ჯერ კიდევ ამ თვის დასაწყისში გავრცელდა Sky News-ის მეშვეობით.

ტვიტერის სპიკერმა იმ მომენტისთვის Coindesk-ის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

ტვიტერის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეკ დორსი, დიდი ხანი ფიქრობდა ყალბი მომხმარებლების არსებობის შესახებ, რომლებიც კრიპტოვალუტასთან არიან დაკავშირებულნი და იმაზე, თუ როგორ უნდა გადაეჭრა ეს პრობლემა.

თუმცა, ამ ცვლილებებს რამდენიმე პრობლემა მოჰყვა, კერძოდ @bitoinmom-ისა და Kraken-ის ინფორმაციული პროფილის დაბლოკვა იმის გამო, რომ ისინი თაღლითები ეგონათ.

წყარო: coindesk.com

bottom of page