top of page

„ზედმეტად ავჩქარდით“ - ჩარლი ლი


ლაითკოინის შემქმნელმა, ჩარლი ლიმ, და ლაითკოინის ფონდმა მოიბოდიშა, რადგან მათ ჩააფლავეს ლაითკოინზე დაარსებული სტარტაპი LitePay. სტარტაპს ე.წ exit scam-ში ადანაშაულებდნენ, რაც სერვისის შეწყვეტის მიუხედავად მომხმარებლებისგან ფულის აღებას გულისხმობს.

როგორც CCN იუწყება, ლაითკოინის ფასმა მკვეთრი მატება დაიწყო თებერვლის შუაში, რადგან მათ LitePay-ის გამოშვების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.


თუმცა, ამ პროდუქტს მზის სინათლე არასდროს უნახავს. 26 მარტს გაკეთებული განცხადების მიხედვით, LitePay-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კენეტ ესარიმ, კომპანია გაყიდა. ეს მოხდა 2 კვირის შემდეგ, რაც მან ინტერვიუ მისცა Reddit AMA-ს, სადაც მან ძალიან ცოტა ისაუბრა კომპანიის სპეციფიკაზე და თავი აარიდა ბევრ კითხვას.


მონაკვეთი ლიტკონის ფონდის განცხადებიდან:

„ფონდი დაუკავშირდა კენეტ ესარის Reddit AMA-ის ინტერვიუს შემდეგ, რადგან მათ გარკვეული ეჭვები გაუჩნდათ. სწორედ ამ დროს, კენეტმა ფონდს დამატებითი ფინანსური დახმარება სთხოვა, რათა მუშაობის გაგრძელება შეძლებოდა კომპანიას. ფონდმა უარი განაცხადა დამატებით დაფინანსებაზე, ვინაიდან კენეტმა ვერ მისცა მათ დამაკმაყოფილებელი განმარტებები იმის შესახებ, თუ სად წავიდა დახარჯული თანხა. კენეტმა კი, თავის მხრივ, უარი თქვა დეტალური ანგარიშების ჩაბარებაზე, რათა გაემართლებინა საკუთარი პოზიცია და თხოვნა.“


ლაითკოინი კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და მომხმარებელს ჰპირდება, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება.


„როგორც ყველა სხვა, ჩვენც ძალიან ავღელდით და ავჩქარდით ისეთ რამეზე, რაც ზედმეტად კარგად ჟღერდა, რომ სიმართლე ყოფილიყო და ოპტიმისტურად ვუყურებდით ყველა იმ გამაფრთხილებელ ნიშანს, რომელიც ჩაფლავებას მოასწავებდა.“


მიუხედავად ამისა, ფონდი თვლის, რომ ლაითკოინი LitePay-ის გარეშეც მშვენივრად მუშაობდა და ახლაც ასე გააგრძელებს.


ფონდმა შეაჯამა: „ ეს ეკოსისტემა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მხოლოდ ერთი კომპანია და ის მუდმივად იზრდება ისეთი პროდუქტების დამსახურებით, რომლებიც ასრულებენ თავიანთ პირობებს და მსოფლიოსთვის ლაითკოინის გამოყენებას ამარტივებენ“

კენეტ ესარმა უარი თქვა კომენტარზე...

წყარო: ccn.com

bottom of page