top of page

მალე გადახდის ერთადერთი საშუალება კრიპტოვალუტა იქნება


ზოგისთვის კრიპტოვალუტა უბრალოდ გასართობი თემაა, რომელზეც დილაობით ჩაის ან ყავის სმისას საუბრობ. სხვებისთვის ეს არის მთელი ეკოსისტემა, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება და მსოფლიოს შეცვლას აპირებს. ერთ-ერთი ასეთი სარისკო კაპიტალის ინვესტორი, „Draper Associates“-სა და „Stanford graduate“-ის დამაარსებელი, ტიმ დრეიპერია.

დრეიპერი უბრალო ადამიანი არაა, მას შეუძლია მთელი ინტერნეტი საკუთარ განცხადებაზე აალაპარაკოს იმის თქმით, რომ „ ხუთ წელიწადში, როცა თქვენ ქაღალდის ფულით შეეცდებით „სტარბაქსში“ ყავის ყიდვას, ბარისტა გაიცინებს და გკითხავთ -„ეს რა არის? შემდეგში ნიჟარებით გადახდას ხომ არ აპირებ?“

იმის გათვალისწინებით, რომ ხალხი კრიპტოვალუტას აღიქვამს, როგორც ფულის სწრაფი გაკეთების საშუალებას, დრეიპერმა ისაუბრა ბლოკჩეინის ნაკლებადცნობილ დადებით თვისებებზე, პოზიტიურ მხარეებზე.

„განსხვავებული ქვეყნების მთავრობებს მოუწევთ, ერთმანეთს კონკურენცია ყველას დასანახად გაუწიონ და ამიტომ ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ კარგი ხარისხის სერვისი დაბალ ფასად მიაწოდონ ხალხს. ეს ისაა, რაც მთავრობებს აქამდე არასდროს გაუკეთებიათ“ - ამბობს დრეიპი.

მან ასევე არნიშნა, რომ ერთადერთი სტაბილური კრიპტოვალუტა ბიტკოინია. მისი თქმით, მას ურჩევნია დოლარი კრიპტოვალუტაში გაცვალოს. „ხუთ წელიწადში ქაღალდის ფულს აღარავინ გამოიყენებს. კრიპტოვალუტებს შორის ყველაზე მეტ სიმპათიას ბიტკოინი იმსახურებს და ვფიქრობ, მალე ყველა ბიტკოინის გამოყენებას შევუდგებით“

დრეიპერმა 2014 წელს 30 00 ბიტკოინი იყიდა შეერთებული შტატებისაგან და ახლა მის ხელთ დაახლოებით 350-500 მილიონი დოლარია. ის ასევე იმითაა ცნობილი, რომ მან ჯერ კიდევ 2014 წელს ივარაუდა, ბიტკოინის ფასის 2017 წლის ნოებრისთვის 10 000 დოლარს გადაცილება. როცა ჰკითხეს, კიდევ აპირებდა თუ არა ასეთი „წინასწარმეტყველების“ თქმას, მან განაცხადა, რომ სამომავლო ვარაუდებს ის მთელს მსოფლიოს 2018 წლის 12 აპრილს გააგებინებდა.

წყარო: ccn.com [if !supportLineBreakNewLine] [endif]

bottom of page