top of page

ბაზრის მიმოხილვა - 13 მარტი


ბიტკოინი (BTC)


ბიტკოინის ღირებულება წერის მომენტში 9,137 აშშ დოლარია, რაც ბოლო 24 საათში ფასის 0.42 %-იანი ზრდის შედეგია. ვალუტის ღირებულება ამ პერიოდის განმავლობაში 9,500 აშშ დოლარიდან 8,700 აშშ დოლარამდე მერყეობდა.

ბიტკოინის მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია (მონეტების რაოდენობა x ფასი) თითქმის 155.6 მილიარდია, ხოლო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 6.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.



ეთერი (ETH)


ეთერის ღირებულება წერის მომენტში 685.6 აშშ დოლარია, რაც ბოლო 24 საათში ფასის 0.82%-იანი ვარდნის შედეგია. ვალუტის ღირებულება ამ პერიოდის განმავლობაში 712 აშშ დოლარიდან 670 აშშ დოლარამდე მერყეობდა.

ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაცია 67.6 მილიარდი აშშ დოლარია, დღიური ვაჭრობის მოცულობა კი 1.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.



რიპლი (XRP)


წერის მომენტში რიპლის ღირებულება 0.7 აშშ დოლარია, რაც ფასის 1.29%-იანმა ვარდნამ გამოიწვია. ვალუტა ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მერყევი იყო.

რიპლის ბაზრის კაპიტალიზაცია თითქმის 30.7 მილიარდი დოლარია, ხოლო დღიური ვაჭრობის მოცულობა თითქმის 303 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.



სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები:


Korea Times-ის მიხედვით, ICO-ებზე დადებული ბანი შესაძლოა იგივე ფინანსურმა დაწესებულებებმა მოხსნან, ვინც ბანი თავდაპირველად დააწესა შარშან. ანონიმურმა წყარომ განაცხადა, რომ ფინანსური დაწესებულებები საუბრობდნენ სამხრეთ კორეის გადასახადების სააგენტოსთან ქვეყანაში ICO-ების დაშვების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებდნენ.


Binance-ი 250,000 დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტას იძლევა ინფორმაციისთვის, რომელიც მას მიიყვანს ჰაკერებთან, რომელთაც პლატფორმის გატეხვა სცადეს.

„იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ უსაფრთხო კრიპტო საზოგადოება, ჩვენ მხოლოდ თავდაცვას ვერ ვითამაშებთ. ჩვენ აქტიურად უნდა ავირიდოთ თავიდან ჰეკინგის ნებისმიერი შემთხვევა, სანამ ის მოხდება, რისთვისაც საჭიროა, მივყვეთ ფაქტებს.“ - ვკითხულობთ ბირჟის ბლოგში.


bottom of page