top of page

ტრამპის ადმინისტრაცია კრიპტოსთვის საყოველთაო სტრატეგიაზე მუშაობს


ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კრიპტოვალუტებისთვის საყოველთაო სტრატეგიაზე მუშაობს.


როდ როზენშტაინი ამ კვირას ფინანსური სერვისების გაზაფხულის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა სადაც, კითხვა-პასუხის სესიის დროს, მას ჰკითხეს აზრი კრიპტოვალუტებისა და კიბერდანაშაულის შესახებ. მან აღნიშნა ახალი კიბერკრიმინალის საწინააღმდეგო ძალის დავალება, რომელთაც ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაონ ტექნიკასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე.


„ბევრი ასეთი თაღლითობა ეხება ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს, რომლებიც ტრადიციული ფინანსური სისტემის მსგავსად არ მუშაობს. ამჟამად, ჩვენ კიბერკრიმინალის საწინააღმდეგო ძალებთან ერთად ამ პრობლემასთან გასამკლავებელ საყოველთაო სტრატეგიაზე ვმუშაობთ.“ - განაცხადა მან.


ამ ძალაში გაერთნიაბული არიან ისეთი სააგენტოები, როგორიცაა FBI, U.S. Marchals Service და Drug Enforcement Agency.


როზენშტაინმა ასევე აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტები არ არის ანონიმური, ისინი ფსევდონიმურია, რაც ნიშნავს, რომ ფულის გათეთრების შემთხვევები ფედერალურ გამოძიებას კვალს უტოვებს დამნაშავეების საპოვნელად.


„ყველამ ვიცით, რომ არსებობს კრიმინალური აქტივობების აღმოჩენის გზები. ზოგადად რომ ვთქვათ, ეს არ არის მხოლოდ კიბერაქტივობებზე, ყოველთვის იქნება სხვა გზები, რომლითაც ხალხი კვალს დატოვებს. საბოლოოდ, კიბერვალუტასთან როცა გვაქვს საქმე, მაშინაც კი, მათ ენდომებათ ფულის გადაცვლა, ფიზიკურ ფულად გათეთრება, ასე რომ, არსებობს ამ ოპერაციების პოვნის გზებიც.“


როდის თქმით, სამართლის განყოფილების მთავარი მიზანია ფედერალური წარმომადგენლებისთვის ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპის ჩვენება და კვალის მიყოლის სწავლება, რათა მათ შეძლონ, უკეთ გაუმკლავდნენ კიბერდამნაშავეებს.

წყარო: coindesk.com

bottom of page