top of page

ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) კრიპტოვალუტებთან მიმართებაში პოზიციას იცვლის?!


თებერვლის დასაწყისში, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტის მარიო დრაგის განცხადებით, კრიპტოვალუტების დარეგულირება ECB-ს საქმე არ იყო, ამ თემაზე ჩვენ ბლოგიც შემოგთავაზეთ, თუცა როგორც ჩანს ევროპაში კრიპტოვალუტების მიმართ პოზიცია ნელ-ნელა იცვლება.


ბრუსელში გამართულ მრგვალი მაგიდის განხილვებზე ევროპის ცენტრალური ბანკის ვიცე პრეზიდენტმა, ფინანსების მიმართულებით - ვლადის დომბროვკისის თქმით, იმ შემთხვევაში თუ G-20 სამიტზე, კრიპტოვალუტების რეგულირებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მიდგომებზე შეთანხმება ვერ მოხდება, ევროპის ცენტრალური ბანკი საკუთარ იურისდიქციაში დაარეგულირებს მას. აქვე გეტყვით, რომ G-20 სამიტი მსოფლიოს წამყვანი 20 ქვეყნის შეკრებაა და უახლოესი სამიტი ბუენოს აირესში 17-18 მარტს გაიმართება. აღნიშნულ სამიტზე, ერთერთი მნიშვნელოვანი თემა სწორედ კრიპტოვალუტების დარეგულირება იქნება.


ევროკავშირში კრიპტოვალუტების დარეგულირების მთავარი მოტივი ფულის გათეთრებასა და კრიმინალურ საქმიანობასთან ბრძოლაა. საფრენგეთის, გერმანიის, იაპონიისა და ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრების თაოსნობით, სხვა მრავალი ქვეყანა გამოთქვავს კრიპტოალუტის დარეგულირების სურვილს.


რა მიდგომა ექნება საერთაშორისო საზოგადოებას მომავალში, სწორედ 17-18 მარტის სამიტზე უნდა გადაწყდეს.

bottom of page