top of page

კომპანია პორშე ნერგავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას


კომპანია პორშემ გამოაცხადა რომ ისინი დანერგავენ ბლოკჩეინ ტექნოლოგიას, მანქანების გასაციფრულებლად. ამ ყველაფერს ისინი გააკეთებენ სტარტაპი Xain ის დახმარებით, რომელმაც პორშეს ინოვაციების შეჯიბრში გაიმარჯვა.


''ავტომობილი გახდება ბლოკჩეინის ნაწილი, ეს იძლევა ოფლაინ კავშირის საშუელაბას ავტომობილებთან, სერვერების გამოყენების გარეშე რაც არის წინ გადადგმული ნაბიჯი ამ ინდუსტრიაში. განაცხადა პორშეს ერთ ერთმა წარმომადგენელმა, მან ასევე დაამატა:

''ავტომობილის 1.6 წამში გახსნა და დაკეტვა აპლიკაციის მეშვეობით, არის 6 ჯერ უფრო სწრაფი ვიდრე იყო აქამდე. ამასთან ერთად ინფორმაცია დაცულია კრიპტოგრაფიულად.''


გონიერი კონტრაქტების გამოყენებით, ბევრი დამატებითი ფუნქციის ინტეგრაცია არის შესაძლებელი, რომელიც მოწყობილობას (Hardware) არ მოითხოვს, აქამდე კი ეს ასე არ იყო. მაგალითად ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით პორშეს შეეძლება თავის მანქანებზე დროებითი წვდომა დაუშვას სხვადასხვა სერვისების ჩასატარებლად, და ამ ყველაფერს იგი უსაფრთხოდ და დაცულად გააკეთებს.


''ჩვენ ბლოკჩეინი შეგვიძლია გამოვიყენოთ ინფორმაციის მიმოცვლისთვის უფრო სწრაფად და დაცულად, რომელიც ჩვენს მომხმარებელს უფრო მეტ სიმშვიდეს მიანიჭებს, დატენვისას, პარკირებისას და სხვა მრავალ შემთხვევაში.'' - განაცხადა პორშეს სტრატეგიულმა ფინანსისტმა ოლივერ დოლინგმა.


კომპანია უკვე ტესტავს ავტომობილების ავტომატურ გახსნა დაკეტვას, დროებითი წვდომისთვის.საიტერესოა რომ ავტომობილების ინდუსტრია უკვე ითვისებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას და ძალიან ბევრ ასპექტში თავს კომფორტულადაც კი გრძნობს.


წყარო: trustnodes.com

bottom of page