top of page

ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიის 5 მნიშვნელოვანი პოზიცია


NASDAQ-თან საუბარში , სეკურიტების და გაცვლის ბაზარის კომისიის (SEC) ბორდის წევრმა ჯეი კლეიტონმა გაუზიარა თავისი ხედვები კრიპტოვალუტებთან დაკავშირევბით, ბოლო თვეების განმავლობაში. ეს უკანასკნელი შეიძლება დაიყოს 5 მნიშვნელოვან მოსაზრებად.

1. არ არსებობს SEC-ში დარეგისტრირებული ICO.

'' ინვესტორებმა უნდა გაათვიცნობიერონ ერთი რამ, რომ ამ დრომდე კომისიაში არცერთი ICO დარეგისტრირებული არ არის. ასევე კომისიას არ დაურთავს ნება არც ერთი სავაჭრო-გაცვლითი ფონდისთვის რომელიც ფლობს კრიპტოვალუტას ან აქტივებს რომელიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტებთან''

2. კომისია ინვესტორებს ვერ გაუმაგრებს ზურგს ყველაშემთხვევაში.

'' ეს ბაზრები არის ინტერნაციონალური, მათ არ გააჩნიათ საზღვრები, დიდი სავაჭრო გარიგებები შეიძლება განხორციელდეს პლატფორმებზე რომელიც შეერთებულ შტატებში არ მდებარეობს. ინვესტორების ფონდებმა შეიძლება ძალიან დიდი მანძილი განვლოს ინვესტორის გაუთვიცნობნიერებლად. ამის გამო, რისკები უფრო იზრდება, რომელიც შეიცავს იმ რისკსაც რომ კომისიამ ვერ მოახერხოს ბაზარზე ცუდი მოთამაშეების გაცხრილვა ანდა დაკარგული ფონდების დაბრუნება''

3. ზოგი ICO-ს ტოკენები მართლაც სეკურიტებია.

ეს არის გავრცელებული ცრუ წარმოდგენა რომ, ჟეტონები არ წარმოადგენს სეკურიტებს და ამიტომ ფედერალური სეკურიტების კანონმდებლობა არ ეხება.

''კომისია განმარტავს რომ ზოგი ჟეტონი წარმოადგენს კონტრაქტს ინვესტიციაზე და აქედან გამომდინარე რეგულირდება კანონმდებლობით''

4. კომისია ეპყრობა კრიპტოს როგორც ვალუტებს.

კლეიტონმა განაცხადა რომ კომისია არ აპირებს კრიპტოვალუტებზე ყურადღების მოდუნებას. ამასთან ერთად ისინი აპირებენ კრიპტოვალუტების როგორც გლობალური დომინანტური ვალუტად აღიარონ და სიფრთხილით მოეპყრონ.

''ცხადია რომ როგორც გვაინტერესებს დოლარის, ევროსა და იენის ტრანზაქვციოების გავლენა ჩვენი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, ასევე გვაინტერესებს იგივე ასპექტები კრიპტოვალუტებთან დაკავშირებითაც''

5. კომისიას მოსწონს კრიპტო.

SEC-ისთვის კრიპტოვალუტები და ბიტკოინი პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს. უფრო მეტიც მათი სჯერათ კრიპტოვალუტის და ასევე იციან რომ იგივენაირად არის განწყობილი wall street იც.

''ტექნოლოგია რომელზეც არის დამყარებული კრიპტოვალუტები და ICO ები, შეიძლება გამოდგეს რევოლუციური და ძალიან ბევრი ინდუსტრია გააუმჯობესოს. მე დარწმუნებული ვარ რომ, ფინტეკის განვითარება დაეხმარება კაპიტალის ფორმაციას და უზრუნველჰყოფს იმედის მომცემ ინვესტიციებს ინტიტუციონალური და საცალო ინვესტორებისთვის.''

წყარო: bitcoinist.com

bottom of page