Zcrowd.Fund - მსოფლიოში პირველი ქრაუდ მაინინგ პლატფორმა!
www.Zcrowd.Fund მსოფლიოში პირველი ქრაუდ მაინინგ (Crowd Mining) პლატფორმაა. პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები საკუთარ კომპიუტერული სიმძლავრის (CPU) „თხოვებით“ მხარს დაუჭერენ დაფინანსების მაძებლებს, რომელბიც ამ გზით გამოიმუშავებენ კრიპტოვალუტა Monero-ს.
ვებ გვერდი, ამჟამად მხოლოდ ინგლისურ ენოვანია, რადგან ის საერთაშორისო ბაზარზეა გათვლილი, თუმცა მისი ქართული ვერსია უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი. აქვე გეტყვით, რომ პლატფორმა ჩვენი გუნდის შექმნილია.
დაფინანსებაზე შესაძლებელია სამი ტიპის პროექტის წარდგენა:
1.Seed a Business- პროექტები, რომელიც ხელს უწყობს დამწყები ბიზნესებისა და სტარტაპების განვითარებას.
2. Change Lives - ამ კატეგორიაში შეხვდებით სწავლის დაფინანსებასთან, ჯანდაცვასთან, ქველმოქმედებასთან, ოცნებების ასრულებასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებულ პროექტებს, რომლის განხორციელებაშიც შეგიძლიათ თქვენი კომპიუტერული სიმძლავრით მიიღოთ მონაწილეობა.
3. Save Planet - გარემოს დაცვითი პროექტები, რომელიც საჭიროებს ფინანსურ რესურსს გატყიანების, დასუფთავების, ცხოველთა დაცვის და გლობალური დათბობის პრობლემების გადასაჭრელად.
www.Zcrowd.Fund -ის ფუნქციონირების პრინციპის უკეთ გასაგებად, მნიშვნელოვანია, განვმარტოთ ტრადიციული ქრაუდფანდინგი (crowdfunding) და Coinhive-ის მუშაობის პრინციპი.
რა არის ტრადიციული Crowdfunding?
ტრადიციული Crowdfunding არის პროექტის ფინანსირების მეთოდი, როდესაც საზოგადოება, რომელსაც მოსწონს პროექტი, მცირე თანხით აფინანსებს მას, სანაცვლოდ კი, როგორც წესი იღებს გარკვეულ სარგებელს. ხშირად ეს სარგებელი არის, მხოლოდ შინაგანი კმაყოფილება, რომ შენ დაეხმარე ისეთ პროექტს, რომელიც მოგწონს და ფიქრობ, რომ მისი განხორციელება მნიშვნელოვანია. მსოფლიოში წამყვანი Crowdfunding პლატფორმებია gofundme, Kickstarter და Indiegogo, თითოეულ მათგანს Crwodfunding-ის მეშვეობით 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი აქვთ შეგროვბული. მათ შორის gofundme-ს 5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი.
რა არის Coinhive?
ჩვენ ადრეც შემგთავაზეთ ბლოგი იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის Coinhive, სადაც ეს ტექნოლოგია უფრო დეტალურადაა ახსნილი. თუმცა მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის JavaScript-ზე დაწერილი კოდი, რომლიც ვებ გვერდს საშუალებას აძლევს გამოიყენოს მომხმარებლის კომპიუტერული სიმძლავრე, კრიპტოვალუტა Monero-ს მოსაპოვებლად.
რა არის Crowd Mining?
Crowd Mining აბსოლიტურად ახალი ტერმინია, რომელიც ამ კონტექსტში, რომელშიც ჩვენ მას გთავაზობთ, აქამდე არასოდეს ყოფილა გამოყენებული. ის ძალიან ახლოსაა Crowdfunding-თან და წარმოადგენს შესაძლებლობას დააფინანსოთ პროექტი მხოლოდ თქვენი კომპიუტერული სიმძლავრით.
როგორ მუშაობს ZCrowd.Fund?
ვებ გვერდზე www.Zcrowd.Fund შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროექტი, მიუთითოთ თქვენი CPU-ს რა პროცენტულობას დაუთმობთ ამ საქმეს და არ დახუროთ პროექტის ფანჯარა, თქვენს ბროუზერში. საწყისი და რეკომენდირებული პარამეტრებია 4 პროცესორი და მათი სიმძლავრის 50%, თუმცა, სურვილისამებრ, შეგიძლიათ ამ პარამეტრების შეცვლაც. თქვენს მიერ შერჩეული პროექტის დასაფინანსებლად საჭიროა მხოლოდ თქვენი კომპიუტერული სიმძლავრე.
გარდა ამისა, Zcrowd.Fund იძლევა ტრადიციული crowdfunding-ის შესაძლებლობასაც, რადგან გარდა კომპიუტერული სიმძლავრისა, შეგიძლიათ სხვადასხვა კრიპტოვალუტით დააფინანსოთ პროექტი.
გამომუშავებული კრიპტოვალუტის 30% ავტომატურად მიაქვთ CoinHive-ის კოდის შემქმნელებს, თავად Zcrowd.Fund კი ვებ გვერდის სატესტო რეჟიმში მუშაობის პერიოდში საკომისიოს არ იღებს. მიმდინარე კვარტლის ბოლოს, Zcrowd.Fund წარმოგიდგენთ მიღწეულ შედეგებს და სამოქმედო გეგმას.
გაითვალსიწინეთ: Zcrowd.Fund პლატფორმაზე მაინინგისათვის, გამოიყენეთ მხოლოდ პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი, რადგან ტელეფონის ან პლანშეტის ელემენტი ძალიან მალე დაგიჯდებათ.